in

Bolt წარმოგიდგენთ Live ვარჯიშებს ქეთი ხატიაშვილთან ერთად!

Bolt კარანტინის პერიოდშიც აგრძელებს ჩვენთან ერთად მოძრაობას, ოღონდ ქალაქში გადაადგილების ნაცვლად, ამჯერად, სახლის პირობებში – კომპანია გვთავაზობს Live ვარჯიშებს ქეთი ხატიაშვილთან ერთად.

ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთ–ერთი და ყველაზე მთავარი მოვალეობა სახლში დარჩენაა, რითაც ხელს ვუშლით ვირუსის გავრცელებას და ვუფრთხილდებით არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასაც.

რას გულისხმობს კამპანია „ჩვენ ერთად ვაგრძელებთ მოძრაობას“?

ჩვენი ცხოვრების სტილი დროებით შეიცვალა და შესაბამისად ჩვენი ბრენდის როლიც შეიზღუდა თქვენს ცხოვრებაში. ჩვენ უზრუნველვყოფდით თქვენს კომფორტულ და დროულ გადაადგილებას სხვადასხვა მიმართულებით ქალაქის ნებისმიერ წერტილში (სამსახური, სკოლა, უნივერსიტეტი,..). სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პანდემიის გამო მოგიწოდებთ, რომ თქვენივე უსაფრთხოებისთვის #დარჩითსახლში და სახლის პირობებში გავაგრძელოთ მოძრაობა ერთად, live ვარჯიშების დახმარებით და გამოვიყენოთ ეს დრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად სიახლეებისკენ.

გახსოვდეთ, როდესაც თქვენ მისდევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს – თქვენ ზრუნავთ არამხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე, არამედ განწყობაზეც.

ჩვენ გვჯერა რომ მალე დავბრუნდებით: ისევ ახმაურდება სამსახურები, სკოლები, უნივერსიტეტები, ისევ ივლით მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ქუჩებში. გვჯერა, რომ კიდევ ძალიან ბევრჯერ მიგიყვანთ უსაფრთხოდ სახლიდან დანიშნულების ადგილამდე და პირიქით.

ამ დრომდე კი გამოგვყევით Bolt-ის Facebook და Youtube გვერდზე და თვალყური ადევნეთ სიახლეებს ჩვენს Live ვარჯიშებთან დაკავშირებით.

 

პარტნიორის კონტენტი 

გადარიცხე ბიტკოინი StopCov ფონდში

გამონათქვამი, რომელიც ახლა უფრო აქტუალურია, ვიდრე 35 წლის წინ! უორენ ბაფეტი, 1986 წელი