თუ მნიშვნელოვანი თარიღისთვის ემზადებით, ან ფრენა გიახლოვდებათ, Bolt-ის აპლიკაციაში გააქტიურებული დაგეგმილი მგზავრობების ფუნქციით შეგიძლიათ მგზავრობა 90 დღით ადრე დაჯავშნოთ!
ფუნქციის მთავარი უპირატესობები იმაში მდგომარეობს, რომ:
- ყველაზე საჭირო დროს გარანტირებულ მგზავრობას გთავაზობთ;
- შეგიძლიათ 90 დღით ადრე დაიჭიროთ თადარიგი;
- გადაიხადოთ ფიქსირებული ფასი, რომელიც არ შეიცვლება;
- მიიღოთ შეხსენებები მგზავრობის დაწყებამდე;
- ისარგებლოთ დამატებითი უფასო ლოდინის დროით;
- გააუქმოთ მგზავრობა სრულიად უფასოდ მაქსიმუმ 1 საათით ადრე.
რისთვისაც არ უნდა გჭირდებოდეთ, მნიშვნელოვან შეხვედრაზე წასასვლელად თუ აეროპორტამდე მისასვლელად — ეს ფუნქცია მოსახერხებელ და კომფორტულ ალტერნატივას გთავაზობთ.
დაგეგმილი მგზავრობის შეკვეთა მარტივია:
- გახსენით Bolt-ის აპლიკაცია;
- დააჭირეთ ღილაკს „დაგეგმვა”;
- მიუთითეთ მგზავრობის დრო და თარიღი;
- შეიყვანეთ მისამართი და მონიშნეთ სასურველი კატეგორია;
- დაადასტურეთ შეკვეთა ღილაკზე დაჭერით “Bolt-ის დაჯავშნა”!
Bolt თავის აპლიკაციაში მომხმარებლებს არაერთ ფუნქციას სთავაზობს, რომლებიც ორიენტირებულია მაქსიმალურად გაუმარტივოს მგზავრებს გადაადგილება, შექმნას ხარისხიანი და კომფორტული სერვისი მათი საჭიროებების შესაბამისად.
დაგეგმილი მგზავრობების ფუნქცია სწორედ ერთ-ერთია იმ ფუნქციების სიიდან, რომელიც მგზავრებისა და მძღოლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნავს.
[R]