in

კომფორტული მგზავრობა თბილისში Bolt-ის ოთხფეხა მეგობრებისთვისაც შესაძლებელია

ესტონურმა კომპანია Bolt-მა ახალი “Pet” კატეგორია დაამატა, რომელიც მომხმარებლებს შინაურ ცხოველებთან ერთად კომფორტული მგზავრობის საშუალებას მისცემს.

BOG
BOG

დღესდღეობით თბილისში, გადაადგილების სფერო ნაკლებადაა მორგებული შინაურ ცხოველებთან ერთად მგზავრობაზე, რაც ცხოველთა მოყვარულებს დისკომფორტს უქმნის. მათ უწევთ ალტერნატიული გზების ძიება იმისთვის, რომ პატარა მეგობრებთან ერთად დრო სახლის გარეთ გაატარონ. “Pet” კატეგორია სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება.

ახალ მგზავრებს მოემსახურებათ შინაური ცხოველების მოყვარული პარტნიორი მძღოლები. კატეგორიის უპირატესობა მდგომარეობს იმაშიც, რომ ოთხფეხა მეგობრებისთვის არ იქნება საჭირო სპეციალური გადამზიდი კონტეინერი და ისარგებლებენ სრული თავისუფლებით.

Bolt-ის ახალი კატეგორია უკვე ხელმისაწვდომია და მის გამოსაყენებლად საკმარისია მობილური აპლიკაციის გადმოტვირთვა, ”Pet” კატეგორიის მონიშვნა და სასიამოვნო მგზავრობით სარგებლობა.

[R]

ძარცვა თუ მარკეტინგული კამპანია? – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წამოწყება

თქვენ საით გაგიწევიათ? – “ოლეინას” კამპანია ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად