in

Bolt Plus-ის კვირეული იწყება – განსაკუთრებული ფასდაკლებები პარტნიორ ობიექტებში

ტექნოლოგიების ეპოქაში მცხოვრები ადამიანები ყველაზე მეტად იმ ინიციატივებსა და ინოვაციებს ვაფასებთ, რომლებიც ჩვენს გადატვირთულ ყოველდღიურობას ამსუბუქებს. საჭმლის მომზადება და სუპერმარკეტებისა და აფთიაქების რიგში დგომა ნებისმიერი ჩვენგანის რუტინის ნაწილია, რომელიც უამრავ საათსა და ლარს გვახარჯინებს. ამ პრობლემის მარტივი, დროული და ეფექტური გადაწყვეტა Bolt Plus-ია – გამოწერის სერვისი, რომელიც Bolt Food-ის მომხმარებლებს ყოველდღიურად დროისა და თანხის დაზოგვაში ეხმარება.

Bolt Plus-ის გამოწერა არის მათემატიკა, რომელიც მომგებიანია: თვეში სულ რაღაც 9.99 ლარად, თქვენი რჩეული რესტორნებიდან, მაღაზიებიდან თუ აფთიაქებიდან სასურველ პროდუქციას დროულად და უფასო მიწოდებით მიიღებთ. Bolt Food-ისთვის პრიორიტეტულია, რომ მომხმარებლებმა ეფექტური და კომფორტული სერვისებით სარგებლობისას დრო და ფული დაზოგონ. სწორედ ამიტომ, 15 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, Bolt Plus-ის კვირეული იმართება, რომლის ფარგლებშიც ყველასათვის საყვარელ ობიექტებში, როგორებიცაა KFC, Big Sam’s და სხვა, გრანდიოზული ფასდაკლებები და საინტერესო შეთავაზებები გელოდებათ.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა. Bolt Plus-ის მომხმარებლები ყოველდღიურად ისეთი განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ბენეფიტებით სარგებლობენ, როგორებიცაა:

  • უფასო მიტანა

Bolt Plus-თან ერთად სურვილების ასრულება უსასრულოდ შეგიძლიათ, რადგან უფასო მიტანა ულიმიტო რაოდენობის შეკვეთებზე მოქმედებს. თქვენი საყვარელი კერძის დასაგემოვნებლად სახლიდან გასვლა და გზაში დროის დახარჯვა აღარ დაგჭირდებათ, რადგან მიტანის თანხის დამატებით გადახდა აღარ მოგიწევთ. მხოლოდ ის არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ Bolt Plus-ით სარგებლობისას უფასო მიტანა მაქსიმუმ 5 ლარის ოდენობის მიტანის ღირებულებაზე ვრცელდება.

  • პირველი თვე უფასოა

რაც ყველაზე მთავარია, Bolt Plus-ის გამოწერისას გარისკვა სულაც არ გჭირდებათ, რადგან პირველი თვის განმავლობაში ყველა ბენეფიტით სარგებლობა სრულიად უფასოა. ძალიან მალევე დარწმუნდებით, რომ Bolt Plus ჭკვიანური ინვესტიციაა, რომელიც დროსა და ფულს დაგაზოგინებთ.

Bolt Plus-ის კვირეული ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ Bolt Plus-ის გამომწერი გახდეთ და დროული სერვისებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობა თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად აქციოთ.

[R]

„მთავარია, გჯეროდეს, რომ თვალებს ყველაფერი შეუძლიათ“ – თეონა შელია

დაუჭირე მხარი საქართველოს ნაკრებს ესპანეთში – IKG-ს უნიკალური შანსი