დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სახლში დაბრუნებულს, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ის გინდა, რომ სამზარეულოში შეხვიდე და ვახშმის მომზადება დაიწყო. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ორშაბათი და სამშაბათი კვირის ყველაზე სტრესული დღეებია. ასეთ დროს ერთ-ერთი მთავარი რამ, რასაც განწყობის მომენტალურად გამოსწორება და ნამდვილი კომფორტის შექმნა შეუძლია – უბრალოდ, გემრიელი საჭმელია.
სწორედ ამიტომ, თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში ორშაბათი და სამშაბათი შენთვის Bolt Plus-ის დღეებად იქცა.
Bolt Plus-ის გამოწერის ფლობა შენს ყოველდღიურობას ისედაც ბევრად კომფორტულს ხდის, მაგრამ ამ ორ დღეს ჩვენს აპლიკაციაში რჩეულ რესტორნებზე განსაკუთრებული ფასდაკლებები დაგხვდება.
აი, 4 გამორჩეული ობიექტი, რომელიც კვირის დასაწყისს ნამდვილად ძალიან გაგიმარტივებს:
რუტინისგან გაქცევა და ეგზოტიკური გემოები თუ გჭირდება, „უმამი“ აზიური სამზარეულოს საუკეთესო არჩევანია. იაპონური, ჩინური, ვიეტნამური და ტაილანდური კერძების ავთენტური გემოები აქ ერთ სივრცეში იყრის თავს. მართალია, მათი ღია სამზარეულო ნამდვილი სანახაობაა, თუმცა Bolt Plus-ის დახმარებით ეს დახვეწილი კულინარიული ოსტატობა პირდაპირ შენი სახლის კარამდე მოდის – თანაც, მიტანის საფასურის გარეშე და 30%-ამდე ფასდაკლებით.
იტალიურად „პაცა“ გიჟს ნიშნავს და მათი პიცაც ზუსტად ასეთივეა. ესაა თბილისში პირველი ნეაპოლიტანური პიცა, რომლის საიდუმლო ზუსტი დროით დაძველებულ ცომსა და შებრაწულ, ე.წ. „ლეოპარდის ლაქებშია“. როცა სტრესულ დღეს იტალიური კომფორტფუდი გჭირდება, ეს საუკეთესო არჩევანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა Bolt Plus-ის გამოწერით შენი შეკვეთა პრიორიტეტული ხდება და ნამდვილი ნეაპოლიტანური პიცა ყველაზე დროულად, ცხელ-ცხელი პირდაპირ შენს მაგიდაზე აღმოჩნდება. არ გამოგრჩეს, რომ ამ ყველა ბენეფიტს 30%-იანი ფასდაკლებაც ემატება!
თუ პიცის გარდა იტალიურ კლასიკაზეც გიჭირავს თვალი (Margherita, Carbonara, ხელნაკეთი ფოკაჩა და დესერტები), „ნაპოლი“ აუცილებლად უნდა სცადო. დამღლელი ორშაბათის შემდეგ სახლიდან გასვლის ენერგია ხშირად აღარ გვაქვს, Bolt Plus კი ზუსტად იმაში გეხმარება, რომ სადმე წასვლაზე აღარ იფიქრო და ნამდვილმა იტალიურმა განწყობამ პირდაპირ შენს მაგიდაზე, დამატებითი ხარჯების გარეშე გადმოინაცვლოს.
ხშირად გვგონია, რომ სტრესის მოსახსნელად აუცილებლად ფასტფუდი უნდა ვჭამოთ. თუ ფიქრობ, რომ ჯანსაღი კვება უგემურს ნიშნავს, Bolt Plus-ის დღეებში „დროს“ მენიუზე მოქმედი 30%-ამდე ფასდაკლება ამ მითს აუცილებლად დაგიმსხვრევს. შეფებისა და ნუტრიციოლოგების მიერ შედგენილი, მაკრონუტრიენტების მიხედვით პრაქტიკულად დაყოფილი მენიუ ზუსტად იმ „დროს“ დაგიზოგავს, რომელიც რთულ დღეებში ასე ძალიან გჭირდება.
Bolt Plus-ის გამოწერით, თვეში სულ რაღაც 9.99 ლარად მიიღებ უფასო მიტანას შენი საყვარელი რესტორნებიდან და წვდომას ექსკლუზიურ ფასდაკლებებზე.
დაისვენე სამზარეულოსგან, აქციე სტრესული დღეები დღესასწაულად და გამოიწერე დღესვე – პირველი თვე სრულიად უფასოა!
[პარტნიორის კონტენტი]











