in

როგორ მოვხვდეთ საერთაშორისო კომპანიაში – რჩევები Bolt Georgia-ს People მენეჯერისგან

საერთაშორისო კომპანიაში მუშაობაზე ალბათ ბევრ ჩვენგანს უოცნებია. გლობალური ბრენდის სახელის ქვეშ საკუთარი სტატუსის ნახვა ნამდვილად მიმზიდველად ჟღერს, ამიტომ ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი მიისწრაფვის იმისკენ, რომ ასეთი კომპანია იპოვოს.

Bolt არის კომპანია, რომელიც 45-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და მისი სახელი უამრავი ადამიანისთვისაა ცნობილი. ერთი შეხედვით, ასეთ ადგილას დასაქმება ყველასთვის სასურველია, რადგან საერთაშორისო კომპანიები ფართო შესაძლებლობებთან და მდგრად კორპორაციულ კულტურასთან არის ასოცირებული, თუმცა ჩვენთვის საინტერესო იყო, პირადად Bolt-ის თანამშრომლისგან გავცნობოდით Bolt-ის შიდა კულტურას და გაგვეგო, რას სთავაზობს ის თავისი გუნდის წევრებს.

თავის გამოცდილებაზე ოლი ზოზიაშვილი, Bolt Georgia-ს People მენეჯერი მოგვიყვება, რომლის მოგზაურობაც ამ კომპანიაში 2016 წელს დაიწყო და თავისი შესაძლებლობები უკვე 8 პოზიციაზე მოსინჯა. საინტერესოა, რომ მაშინდელი გუნდი სულ 5 ადამიანისგან შედგებოდა, რომლებიც მთელი მონდომებით ცდილობდნენ, რომ პარტნიორ მძღოლებსა და Bolt-ის მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი მიეღოთ. ოლის აზრით, გუნდის ერთიანობამ და საერთო მიზნისკენ სვლამ გამოიწვია კომპანიის სწრაფი ზრდა ისე, რომ დღეს უკვე Bolt-ს საქართველოში 60-მდე ადამიანი ქმნის.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ საერთაშორისო, გლობალურ ორგანიზაციაში მუშაობით, ოლი ზოზიაშვილი რამდენიმე საინტერესო გამოცდილებას გვიზიარებს.

თვისებები და უნარები, რომლებსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

ოლი რამდენიმე მთავარ თვისებას გამოყოფს, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიები ყურადღებას აქცევენ:

  • ცნობისმოყვარეობა
  • ახლის სწავლის სურვილი
  • მუდმივი ზრდისა და განვითარებისკენ სწრაფვა
  • მოსმენის კულტურა
  • ემპათიურობა
  • უკუკავშირის მიღება და გაზიარება

სწორედ ეს თვისებები გვეხმარება, მოვუძებნოთ პრობლემებს გადაჭრის საუკეთესო გზები.

საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობა საშუალებას გაძლევს, მრავალფეროვანი გამოცდილება მიიღო, გაიზიარო გუნდის წევრების ცოდნა, საუკეთესო მაგალითები და მათი კულტურა.

ღირებულებები, რომლებსაც Bolt თანამშრომლებში აფასებს

„გუნდურობა და ურთიერთპატივისცემა Bolt-ის ორი ძირითადი ღირებულებაა, რომელიც კანდიდატის გამოცდილებაზე პრიორიტეტულია. ჩვენ, Bolt-ში, გვჯერა, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებებს იზიარებენ, მცირე გამოცდილების მიუხედავად, შეძლებენ გუნდთან ერთად სირთულეების გადალახვას.”

ირველი შთაბეჭდილება 

„ახალ თანამშრომელთან შეხვედრისთვის მზადება ემოციებით სავსე პროცესია. მნიშვნელოვანია, რომ მისი პირველი შთაბეჭდილება განსაკუთრებული იყოს. ადამიანი, ე.წ. “onboarding buddy”, ახალ თანამშრომელთან შესახვედრად წინასწარ ემზადება, რომ დაეხმაროს ფეხის ადგმაში და თავი კომფორტულად, გუნდის წევრად აგრძნობინოს. ახალმოსულს ვაცნობთ ოფისის სივრცეებს: სამზარეულოს, სარელაქსაციო, სათამაშო და შეხვედრების ოთახებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ გუნდის თითოეული წევრი თავს ინტეგრირებულად გრძნობს. ამ მიზნით, რეგულარულად ვატარებთ კვლევას, რომელიც გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორი იყო მისი პირველი შთაბეჭდილება Bolt-ში. ამ შთაბეჭდილების შექმნაში კი, ოფისი და გუნდი ყოველთვის ძალიან დიდ როლს თამაშობს”.

თანამშრომლების განვითარება  

თანამშრომლების უწყვეტი სწავლება და უნარების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. ეს, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი პროცესია და ორგანიზაციის განვითარებასთან მუდმივად თანხვედრაშია.

სწავლებისა და განვითარების პროექტის ფარგლებში დავნერგეთ სპეციალური Learning Management System (LMS) სისტემა, რაც საშუალებას აძლევს თანამშრომელს, განივითაროს უნარები მრავალი მიმართულებით, როგორებიცაა: პერსონალური უნარ-ჩვევები, კომუნიკაცია, ლიდერობა, მენეჯმენტი, უცხო ენა.

LMS სისტემის ფარგლებში, ასევე, უნდა აღვნიშნო Bolt-ის ონლაინ ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებულია 1000-ზე მეტი საჭირო ბიზნეს თუ მხატვრული ლიტერატურა.

გარდა ამისა, თითოეულ თანამშრომელთან გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა, ე.წ Grow Model-ის სტრუქტურაზე დაფუძნებული Career Conversation მეთოდი, რომელიც გვეხმარება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის შემუშავდეს მასზე მორგებული, სამომავლო განვითარების გეგმა. გეგმის შედგენისას ვითვალისწინებთ, თუ რა სურს მას, როგორია მისი განვითარების ეტაპები მიმდინარე პოზიციაზე, რა სჭირდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ გამოწვევებს უპასუხოს. პროცესი საკმაოდ საინტერესო და ეფექტურია.

რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს კანდიდატმა, რომელსაც სურს საერთაშორისო კომპანიაში დასაქმება

„ვიფქრობ Bolt-ის გუნდის საოპერაციო პრინციპებიდან გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა. ასეთი მთავარი პრინციპებია:

  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა – მომხმარებელი უპირველეს ყოვლისა. ჩვენთან მოსულმა ადამიანმა უნდა იცოდეს ეს და თავადაც იზიარებდეს ამ მიდგომას.
  • პასუხისმგებლობის აღება – ნებისმიერი საქმის მიმართ მიდგომა, თითქოს ამ კომპანიის დამაარსებელი თავად არის. ასე მისი შესრულებული საქმე უფრო წარმატებული იქნება და არ გამოიხატება მხოლოდ დავალების შესრულებით.
  • გამოწვევების სიყვარული – რადგანაც საერთაშორისო კომპანია ერთი დიდი გამოწვევაა, სადაც მუდმივად გვიწევს სიახლეებთან შეჭიდება, ნებისმიერი თანამშრომელი მზად უნდა იყოს ამისთვის.

ბოლოს კი იმას ვიტყოდი, რომ თუ საერთაშორისო კომპანიაში მოხვედრა გსურთ, მზად იყავით პოზიტივისთვის! სამუშაო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია დადებითი განწყობა, რითაც თანამშრომლები ერთმანეთს პრობლემების შემსუბუქებაში ვეხმარებით. ყველაზე საჭირო რჩევა კი არის – აკეთო საქმე, რომლის კეთებაც გაბედნიერებს!”.

თუ ფიქრობ, რომ Bolt-ის ღირებულებებს იზიარებ და მზად ხარ ამ დიდი თავგადასავლისთვის, გააგზავნე რეზიუმე აქ – Bolt Careers.

[R]

ნახეთ: Prix Pictet 2023-ის გამარჯვებული ფოტოპროექტები

პირველი „მეტავერს პოდკასტი“ ჩაიწერა — Meta-ს ინოვაცია