თუ თქვენთვის მოგზაურობის სეზონი უკვე დაიწყო, ან ფრენები გაქვთ დაგეგმილი, ეს სიახლე Bolt-ის აპლიკაციაში განსაკუთრებით მოგეწონებათ!
Bolt-ის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ „რეისის კონტროლის“ ფუნქციით ფრენის დეტალები ავტომატურად დაუკავშირონ მგზავრობას. თუ რეისი გადაიდება ან გაუქმდება, Bolt დაგეგმილი მგზავრობის დეტალებს ავტომატურად გადაავადებს დამატებითი ხარჯების გარეშე.
ამისთვის საჭიროა აპლიკაციაში მისამართის ველის გასწვრივ „დაგეგმვის“ ღილაკის მონიშვნის შემდეგ აირჩიოთ ჩაფრენის ადგილი (აეროპორტი) და საბოლოო მისამართი. ამის შემდეგ, გამოგიჩნდებათ ფანჯარა წარწერით „დაამატე ფრენის დეტალები“, საიდანაც შეძლებთ მონიშნოთ ჩაფრენის თარიღი, რეისის ნომერი და ავიახაზი. მგზავრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა მიუთითონ, ჩამოფრენიდან რამდენ ხანში სურთ, რომ მძღოლმა მიაკითხოს. ამის შემდეგ, Bolt ავტომატურად შეცვლის მგზავრობის დაწყების დროს და სხვა დეტალებს რეისის გადადების ან გაუქმების შემთხვევაში.
„Bolt მსოფლიოს მასშტაბით 30-ზე მეტ აეროპორტშია ხელმისაწვდომი, მათ შორის თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. ეს განსაკუთრებულად ამარტივებს აეროპორტიდან სასურველ მისამართამდე მისვლის პროცესს. ახალი ფუნქციის დახმარებით, მომხმარებლებს შეუძლიათ მგზავრობის დაგეგმვისას თავიანთი ფრენის დეტალები მგზავრობას დაუკავშირონ. თუ მათი რეისი გადაიდო, დაგეგმილი მგზავრობის დაწყების დროს ავტომატურად ჩავაკორექტირებთ, ზედმეტი ხარჯების გარეშე. ეს ნიშნავს გარანტირებულ მგზავრობას და მაქსიმალურ პუნქტუალურობა“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
„რეისის კონტროლის“ ფუნქცია უახლესი ცვლილებაა Bolt-ის დაგეგმილი მგზავრობების სერვისის მიმართულებით. გასულ წელს წინასწარ დაგეგმვის დრო 90 დღემდე გაიზარდა, შესაბამისად, Bolt მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს გაუმჯობესებულ სერვისს მაქსიმალური კომფორტისთვის.
ვინაიდან აეროპორტები Bolt-ის აპლიკაციაში ყველაზე პოპულარული მისამართებია, კომპანია მუდმივად მუშაობს, რომ აეროპორტის მგზავრობის გამოცდილება მაქსიმალურად სასიამოვნო იყოს და არაერთ შეღავათს სთავაზობს თავის მომხმარებლებს. მაგალითად, Visa Premium ბარათით გადახდისას, აეროპორტის მგზავრობებზე 50%-იანი ფასდაკლებაა გააქტიურებული.
თუ ჯერ კიდევ არ გისარგებლიათ ამ ფუნქციით, დაგეგმეთ მგზავრობა და გაიმარტივეთ აეროპორტის ტრანსფერი თითის რამდენიმე დაჭერით!
[R]