Bolt საქართველოში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიამ ოპერირება 2014 წელს დაიწყო და ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ტექ პროდუქტი იყო. Bolt-მა ამ ხნის მანძილზე ქალაქში გადაადგილების კულტურა რადიკალურად შეცვალა.
10 წლის წინ ალბათ წარმოუდგენელი იყო, რომ ავტომობილის გამოძახებას ნებისმიერ ადგილას, სულ რამდენიმე წუთში, აპლიკაციის საშუალებით შეძლებდით.
ახლა კი, ალბათ, რთულად გაიხსენებთ იმ შემთხვევას, როცა ტაქსის ტრადიციულად ქუჩაში გაჩერება მოგიწიათ.
„ამ თავგადასავლებით დახუნძლულ 10-წლიან გზაზე ბევრი რამ შევცვალეთ, ბევრიც ვისწავლეთ და გავიზარდეთ. განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ ჩვენს მომხმარებლებს — მგზავრებს, კომპანიებსა და პარტნიორ მძღოლებს, რომლებიც ამ ამბავში ჩვენთან ერთად არიან და ყველა ნაბიჯს ჩვენთან ერთად დგამენ. მათი მხარდაჭერის გარეშე ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა“, — ასე აღწერს საკუთარ გამოცდილებას Bolt Georgia-ს მარკეტინგის ლიდი რუსო კობახიძე.
Bolt ამჟამად საქართველოს 10 ქალაქშია წარმოდგენილი. ამ ხნის მანძილზე კომპანიამ არა მარტო მგზავრებს, არამედ ქართულ ბიზნესებს გაუმარტივა გადაადგილების პროცესები, იმუშავა არაერთ სასარგებლო და დიდი მნიშვნელობის მქონე პროექტზე, შექმნა დამატებითი შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობები მოქალაქეებისთვის.
თუმცა წინ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გზაა, კომპანიაც უფრო მეტი ენერგიითა და გამოცდილებით გეგმავს უკეთესი სერვისის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის, საინტერესო პროექტების შექმნასა და დასამახსოვრებელი ამბების შეგროვებას.
[R]