in

Bolt-ის „საოჯახო პროფილის“ ფუნქცია სასკოლო სეზონის დაწყებას გაგიმარტივებთ

სკოლის დაწყებასთან ერთად, ოჯახებში დილის ქაოსი ბრუნდება – სკოლა, სამსახური, უნივერსიტეტი, სკოლის შემდეგ დაგეგმილი აქტივობები და წრეები – ამ ყველაფრის ორგანიზება უფრო და უფრო სტრესული ხდება.

თუ ეს სურათი თქვენთვის კარგად ნაცნობია და ოჯახის წევრებისთვის ხშირად გიწევთ მგზავრობების შეკვეთა, Bolt-ის ახალი „საოჯახო პროფილის“ ფუნქციით შეგიძლიათ დაამატოთ ოჯახის წევრები (მაქსიმუმ 9 ადამიანი) თქვენს პროფილზე და დაფაროთ მათი მგზავრობების ხარჯები ერთი ანგარიშით.

ასევე, შეძლებთ თვალი ადევნოთ თითოეული წევრის მგზავრობებს, ეს ფუნქცია კი განსაკუთრებით მოსახერხებელია მშობლებისთვის. შეგიძლიათ გააკონტროლოთ თითოეული წევრის მგზავრობა, ლაივ რეჟიმში მიიღოთ შეტყობინებები მგზავრობის დაწყებისა და დასრულების შესახებ.

ამის გარდა, „საოჯახო პროფილი“ ანგარიშის მფლობელებს ფინანსური კონტროლის საშუალებასაც აძლევს. მართალია პროფილის წევრების მგზავრობების ხარჯებს თქვენი ანგარიშიდან დაფარავთ, თუმცა შეძლებთ თითოეული წევრისთვის სახარჯო ლიმიტების დაწესებას. ეს ფუნქცია ფინანსების განაწილებასა და მგზავრობების უკეთ გაკონტროლებაში დაგეხმარებათ.

ოჯახის წევრებისთვის მგზავრობის შეკვეთას თანმდევი სირთულეები ახლავს – სქრინშოთის გაგზავნა, დეტალების გაზიარება, ზუსტი მისამართის მითითება და ა.შ. ამ პროცესს “საოჯახო პროფილი” ნამდვილად გაგიმარტივებთ.

შექმენით „საოჯახო პროფილი“ და დაფარეთ საყვარელი ადამიანების მგზავრობების ხარჯები ისე, რომ თავად არ მოგიწევთ მგზავრობის შეკვეთა.

როგორ შევქმნათ საოჯახო პროფილი?

„საოჯახო პროფილის“ შექმნა ძალიან სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ. უბრალოდ მიჰყევით ნაბიჯებს:

  1. გახსენით Bolt-ის აპლიკაცია და მენიუდან გადადით თქვენს ანგარიშზე;
  2. მონიშნეთ „საოჯახო პროფილი“ და დააჭირეთ ღილაკს „საოჯახო პროფილის შექმნა“;
  3. აირჩიეთ გადახდის მეთოდი;
  4. დააწესეთ სახარჯო ლიმიტები თითოეული წევრისთვის;
  5. გაუგზავნეთ მოწვევის ბმული მაქსიმუმ 9 ადამიანს.

„საოჯახო პროფილის“ თითოეული წევრი შეძლებს შეუკვეთოს მგზავრობა, რომელსაც თქვენი ანგარიშით დაფარავთ და მათ მგზავრობებს რეალურ დროში ადევნებთ თვალს. დაამარცხეთ სკოლის დაწყების ქაოსი და სტრესი ერთი მარტივი ფუნქციით.

[R]

არ არსებობს სხვა არჩევანი, It Has To Be… — Heinz-ის ახალი კამპანია

ოქტობერფესტი თბილისში – ნამდვილი გერმანული ფესტივალის სამზადისი