საყვარელი ადამიანებისთვის, ამანათის თუ საჩუქრის გაგზავნისას, ან თუნდაც გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, შესაძლოა, Bolt-ის აპლიკაციაში გააქტიურებული კატეგორიები თქვენი საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდეს.
აპლიკაციაში იპოვით ორ განსხვავებულ კატეგორიას: Bolt Send და Door2Door Send.
Door2Door Send გულისხმობს ნივთის კარიდან კარამდე მიტანის სერვისს.
რაც შეეხება Bolt Send-ს, ამანათის გაგზავნისას, აუცილებელია მიაწოდოთ მძღოლს გასაგზავნი ნივთი ავტომობილში. ადრესატი კი მითითებულ ლოკაციაზე უნდა დახვდეს მძღოლს.
ამ კატეგორიებით სარგებლობა განსაკუთრებით კომფორტული და მოსახერხებელია მცირე ბიზნესებისთვის, რომლებსაც პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდება სჭირდებათ. Bolt-ის აპლიკაციაში იპოვით დაგეგმილი მგზავრობების ფუნქციასაც, რომლითაც შეძლებთ, უკეთ დაგეგმოთ პროდუქტის გაგზავნის განრიგი.
ასევე, Bolt Send და Door2Door Send კატეგორიები საუკეთესო გზაა ისეთი შემთხვევებისას, როცა გაუთვალისწინებელ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. იქნება ეს გასაღების, ტელეფონის ან სულაც ლეპტოპის სახლში/სამსახურში დარჩენა.
Bolt Send-ის პოვნა აპლიკაციის მთავარ გვერდზეა შესაძლებელი.
Door2Door Send კატეგორია ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისში, ხოლო Bolt Send თბილისსა და ბათუმში.
[R]