Spotlight Tech ახლოვდება. სულ მალე, 1-2 ივნისს, ტექნოლოგიებზე სასაუბროდ სტუმრები, Raddison Blu Iveria-ში შეიკრიბებიან. ღონისძიების მთავარი თემაა „გაკვეთილები“. Spotlight Tech 2018 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც ღონისძიება ამ მიმართულებით პირველად ჩატარდა. ამჯერად, ტექნოლოგიებზე სასაუბროდ, სფოთლაითი მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. თავად ღონისძიების ისტორია კი ბევრად უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოითვლის. 2013 წლიდან მოყოლებული, სფოთლაითი აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. Spotlight Tech-ის ვერცხლის სპონსორია Bolt. Spotlight-თან მეგობრობაზე Bolt Georgia-ს ბრენდ მარკეტინგის მენეჯერი მაკა შულაია გვესაუბრა.
M: ბოლტი უკვე არაერთი წელია, სფოთლაითის მხარდამჭერია. გვიამბეთ, რა ღირებულებები გაერთიანებთ სფოთლაითთან, რამაც ამჯერად, ღონისძიების ვერცხლის სპონსორობა გადაგაწყვეტინათ?
მეორე წელია Bolt და სფოთლაითი დამეგობრდნენ. სფოთლაითი ხელს უწყობს ტექ-ინდუსტრიაში არსებული სიახლეების გაზიარებას, ბრენდების გაცნობას და ნეთვორქინგს, საბოლოო მიზანი უკეთესი ბრენდებისა და სერვისების შექმნაა.
Bolt-ის მისია კი, საქართველოში და გლობალურადაც, არის შექმნას უკეთესი ქალაქები ადამიანებისთვის. ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით ვითანამშრომლებთ იმ კომპანიებთან, რომლებიც ნერგავენ სიახლეებს და რომელთა მისია ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაა.
წელს, ჩვენთვის განსაკუთრებული წელია, რადგან Bolt საქართველოში 10 წლის გახდა. უკვე 10 წელია ვოპერირებთ და ვცდილობთ მუდმივად განვავითაროთ სერვისი, დავეხმაროთ ადამიანებს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებაში, ხელი შევუწყოთ ჯანსაღი სივრცეების შექმნას და გარემოს დაცვას.
M: თქვენი ხედვით, რა როლი აქვს Spotlight-ს მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში?
Spotlight ქართველი მარკეტერების და არა მხოლოდ – ტექით, ბიზნესის განვითარებით და მომავლის ინდუსტრიებით დაინტერესებული ადამიანების საყვარელი ღონისძიებაა. აქ საშუალება გვაქვს გავიცნოთ ახალი ხალხი, მოვისმინოთ ახალი იდეები, ფეხი ავუწყოთ მსოფლიოს სიახლეების დანერგვაში.
ყველაფერი იწყება ამბით. Spotlight კი ბევრი ადამიანისა და ბრენდის მრავალფეროვან ამბავს გვიზიარებს.
M: 1-2 ივნისს, სფოთლაით ტექის მთავარი თემაა „გაკვეთილები“. რა მოლოდინი გაქვთ ღონისძიებასთან დაკავშირებით?
წლევანდელი თემატიკიდან გამომდინარე, მოლოდინი მაქვს რომ ინდუსტრიის პროფესიონალები გაგვიზიარებენ საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ ამბებს, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის უცნობია; მოგვიყვებიან იმ სირთულეებზე, რომლებიც გზად გადახდათ და დაბრკოლებებზე, რომლებიც გადალახეს, ან ვერ გადალახეს… ან მათსავე სიძლიერედ აქციეს.
როგორც ამბობენ, ყველა გამოცდილება გაკვეთილია. მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ ამ გაკვეთილებისგან, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კომპანიებმა და სწორ ინსაითებზე დაყრდნობით შევცვალოთ ქცევა უკეთესობისკენ.
Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: eTeam
ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, LionTrans, ავერსი, It აკადემია Step, Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT.