ახალი დროა! ტექნოლოგიებისა და ინოვაციების. Spotlight Tech სცენას ამ მთავარი გზავნილით უბრუნდება. სფოთლაითის სივრცეში ინოვაციები და ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ, 2018 წელს გამოჩნდა. 5-წლის შემდეგ, წლის მთავარი მარკეტინგული დღესასწაული, ამჯერად, ტექნოლოგიურ დღესასწაულად მოგვევლინება და სტუმრებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ესაუბრება. 14 მაისს, სასტუმრო Raddison Blu Iveria-ში 600 გულანთებული სტუმარი შეიკრიბება, 30-მდე სპიკერის შთამაგონებელ გამოსვლას დაესწრება, მასტერკლასებსა და ვორქშოპებზე ახლებურ ხედვას გაიზიარებს, გადაიაზრებს ტექნოლოგიების ცნებას ჩვენს ყოველდღიურობაში, შეხვდება ძველ კოლეგებს და გაიცნობს ახლებს. ღონისძიების ვერცხლის სპონსორია Bolt. პარტნიორობის შესახებ, Bolt-ის მარკეტინგის ლიდი საქართველოში რუსო კობახიძე გვესაუბრა.
M: თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს სფოთლაითს ქართულ რეალობაში?
დღეს, სფოთლაითი ერთ-ერთი ცენტრალური პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს და პროფესიონალებს საშუალებას აძლევს თავიანთი პროდუქტი, სერვისი, ან ტექნოლოგია ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს გააცნონ. აქ გვაქვს შანსი მოვისმინოთ ერთმანეთის მიღწევები, შეცდომები, თავგადასავლები, რის საფუძველზეც უკეთესი ბრენდისა და გამოცდილების შექმნა შეგვიძლია ჩვენი მომხმარებლებისთვის. ამასთან ერთად, სწორედ ასეთი ღონისძიებების საშუალებით ყალიბდება ის კავშირები ინდუსტრიაში, რომელიც საბოლოოდ მნიშვნელოვანი საერთო ღირებულების შექმნაში გვეხმარება ჩვენი აუდიტორიისთვის.
M: უკვე არაერთი წელია თვალს ადევნებთ სფოთლაითს. რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?
Bolt-ში ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო ინოვაციის დანერგვაა. სწორედ ასეთი ინოვაციების და ცოდნის გაზიარების სცენაა სფოთლაითი, სადაც იკრიბებიან ის ადამიანები, რომლებიც ხშირად ამ ინოვატორული იდეების უკან დგანან.
გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, მცირედით მაინც შევუწყობთ ხელს ჩვენს ქვეყანაში ცოდნის და გამოცდილების გაზიარების კულტურის განვითარებას.
M: რას ელით წლევანდელი სფოთლაითისგან?
როგორც ყოველთვის, ველი საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, რომლებიც მჯერა მნიშვნელოვან ახალ ცოდნას მოგვცემს ჩვენი საქმის უკეთ საკეთებლად. ყველაზე საინტერესო კი, ცხადია ამ ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა და ერთმანეთისთვის ფიქრის გაზიარება იქნება.
ღონისძიების წარმდგენია: e team
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: ავერსი ფარმა
ვერცხლის სპონსორი: Bolt
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: AccountAnts, McDonald’s, Geosoft – Google Cloud, ლურჯი ოკეანე, Top Sport, Aldagi Business, BTU, It Step Academy, Adwise, Alta, Johnny Walker.
არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.
ბილეთები 1-ლი მაისიდან გაიყიდება, tkt.ge-ზე.










