in

Bolt Talents – ანაზღაურებადი სტაჟირება და განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა

Bolt-ში სიახლეა – თუკი კარიერულ შესაძლებლობას ეძებთ, Bolt Talents-ის სტაჟირების პროგრამას დეტალურად გაეცანით. საერთაშორისო კომპანიას 45 ქვეყნის 500-ზე მეტ ქალაქში აქვს წარმომადგენლობა ევროპაში, აზიაში, ამერიკასა და აფრიკაში. Bolt-ის სერვისებით 100 მილიონზე მეტი ადამიანი და 3 მილიონზე მეტი პარტნიორი სარგებლობს. კომპანიის მთავარი მისია ქალაქში გადაადგილების კულტურის ცვლილებაა – ქალაქი ადამიანებისთვის და არა მანქანებისთვის. ამჯერად, კი, სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს, საშუალება მიეცემათ გლობალურ გამოცდილებას გაეცნონ, ამ მისიას შეუერთდნენ და განვითარდნენ.

სტაჟირების პროექტი საინტერესოა მათთვის, ვისთვისაც Bolt-ში, როგორც საერთაშორისო კომპანიაში, მუშაობის გამოცდილების მიღება სურს, თუმცა მთავარ ბარიერს გამოცდილების სიმცირე წარმოადგენს. სტაჟირების პროგრამა მიმდინარეობს სამი ძირითადი მიმართულებით:

  • მომხმარებელთა მხარდაჭერა
  • ოპერაციები 
  • ფინანსები

„პროექტის მიზანია მოვიზიდოთ ტალანტები, ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, გუნდის ლიდერებისა და გამოცდილი მენეჯერებისგან მიიღონ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც წლების მანძილზე, Bolt-ს ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ხდის“, – აცხადებენ კომპანიაში.

ვის შეუძლია სტაჟირების პროგრამაში ჩართვა?

Bolt Talents – პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისთვისაც საინტერესოა საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის სპეციფიკა, აინტერესებს ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან რომელიმე და მუდმივი განვითარებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობისკენ მიისწრაფვის.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა: 

  • ქართული და ინგლისური ენის ცოდნა;
  • სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა;
  • მუდმივი სწავლისა და განვითარების სურვილი;

როგორი უნდა იყოს Bolt Talent პერსონა:

  • ორგანიზებული და ყურადღებიანი
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
  • კეთილსინდისიერი
  • ჰქონდეს გუნდური მუშაობის უნარი
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული
  • ადაპტაციის ძლიერი უნარი
  • ახალი გამოწვევების მაძიებელი
  • ტექნოლოგიური სფეროთი გატაცებული

რატომ უნდა შემოუერთდე Bolt Talents-ის პროგრამას:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლისთვის განვითარების პერსპექტივის შექმნა. ვცდილობთ, ჩამოვაყალიბოთ გარემო, სადაც გუნდის ყველა წევრს ექნება შესაძლებლობა, იზრუნოს როგორც თავის პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაზე. კომპანიაში მოგეცემათ შესაძლებლობა გაიუმჯობესოთ თქვენი უნარები, მიიღოთ მონაწილეობა საინტერესო დავალებებში და პროექტებში, მიიღოთ ისეთ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, როგორიცაა Asana Project Management, Google Workspace, აითვისოთ ახალი კომპეტენციები და  ჩაერთოთ Learning & Development ციკლში, რომლის ფარგლებშიც შეგეძლებათ საჭიროების შესაბამისად, თქვენი და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, შეარჩიოთ სასურველი ტრენინგ კურსი, რომელსაც სრულად კომპანია აანაზღაურებს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ უფასო მგზავრობების განსაზღვრულ ოდენობას Bolt-ის აპლიკაციაში. სტაჟირების დაწყების დღიდან შეგეძლებათ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვა.

და რაც ასევე მნიშვნელოვანია – “We work hard and play hard”. ეს კი იმას გულისხმობს, რომ წელიწადში ორჯერ, ვაწყობთ კორპორატიულ შეკრებებს, სადაც საშუალება გვაქვს უკეთ გავიცნოთ გუნდის წევრები, დავისვენოთ, შევივსოთ ახალი ენერგიებით და შევიქმნათ დაუვიწყარი მოგონებები.

მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას, რათა ჩვენი მისიის შესრულების გზაზე, ერთად  შევცვალოთ ქალაქში გადაადგილების კულტურა და გამოწვევებით სავსე თავგადასავალი გავაგრძელოთ,“ – აცხადებენ Bolt-ში.

სტაჟირების პროგრამაში ჩასართავად, შეავსეთ ეს სააპლიკაციო ფორმა.

[R]

მეცნიერებმა კვანტური ინფორმაცია ხმის ტალღების სახით შეინახეს — კვლევა

ვის მოუსმენთ წელს “შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე”?