18
Sep
2019

Bolt-ის „მწვანე გეგმა“, რომელიც ევროპაში გადაადგილებას კარბონ-ნეიტრალურს გახდის

18 Sep 2019

ტალინი, 17.09.2019 – ტრანსპორტირების ევროპული პლატფორმა Bolt, გამონაბოლქვის კომპენსირების გზით, ევროპაში Bolt მგზავრობებს კარბონ-ნეიტრალურს (ნახშირბად-ნეიტრალური) ხდის. ეს გახლავთ Bolt-ის გარემოს დაცვის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი – „მწვანე გეგმა“.

კარბონ-ნეიტრალური პროექტი გულისხმობს რამდენიმე მილიონი ევროს ინვესტირებას, რაც კომპანიის ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება. ამ გზით, Bolt ევროპაში ყველაზე დიდი სატრანსპორტო პლატფორმა გახდება, რომელიც საკუთარი ინიციატივით იღებს პასუხისმგებლობას, რომ მისი მგზავრობები კარბონ-ნეიტრალური გახადოს.

Bolt მოახდენს გამონაბოლქვის კომპენსირებას შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ხორვატია, კვიპროსი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველი, უნგრეთი, ყაზახეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

Bolt-ის ‘მწვანე გეგმა’ მოიცავს გარემოს დაცვის შემდეგი მიზნების განხორციელებას:

  • 2025 წლისთვის, ევროპული ტრანსპორტირების სექტორში მინიმუმ 5 მილიონი ტონა CO₂-ს კომპენსირება;
  • 2020 წლისთვის, ევროპაში CO₂-ის გამოყოფის შესამცირებლად მეტი ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილის კატეგორიების დამატება და მსოფლიოში Bolt-ის ოფისებთან დაკავშირებული გამონაბოლქვის კომპენსირება;
  • ელექტრო სკუტერების დამატება უფრო მეტ ქალაქში და Bolt-ის მგზავრებისთვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, მოახდინონ დონაცია აპლიკაციიდან და საკუთარი წვლილი შეიტანონ აღნიშნულ ეკოლოგიურ წამოწყებაში;

რამდენიმე ესტონურ ტექნიკურ კომპანიასთან ერთად, რომლებიც დღეს ტალინის ციფრულ სამიტზე ე.წ. “მწვანე ფიცს” “(Tech Green Pledge) დებენ, Bolt უერთდება დაპირებას შეამციროს თავისი უარყოფითი ზეგავლენა ეკოლოგიაზე და უფრო დიდი წვლილი შეიტანოს გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაწყვეტაში. ეს მოიცავს მომხმარებლების ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ქმედება გარემოზე.

დავიწყოთ ფაქტებით – კლიმატის ცვლილება ჩვენი რეალობაა და სითბური გაზების ემისია ამის გამომწვევი ყველაზე დიდი მიზეზია. დღესდღეობით, ევროპის სითბური გაზების ემისიის 20%-ს ტრანსპორტირება ქმნის. რადგან Bolt ამ ეკოსისტემის ნაწილია, ჩვენც გვეკისრება პასუხისმგებლობა წვლილი შევიტანოთ გარემოს გაჯანსაღებაში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის რომ შემცირდეს გამონაბოლქვის გამოყოფა და  ეფექტიანად მოხდეს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება – იქნება ეს მგზავრობის გაზიარება, ელექტრო ავტომობილები, ველოსიპედები თუ სკუტერები. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ რომ ამ ცვლილებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ნახშირბადის კომპენსირება კი ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტური გზაა, რათა ვებრძოლოთ გამონაბოლქვს. ჩვენ საშუალება გვაქვს ვიმოქმედოთ, როგორც ცვლილებების მამოძრავებელმა ძალამ ჩვენს ინდუსტრიაში და ასევე, მის გარეთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მაგალითი სხვა კომპანიებისთვის, რათა ყველამ ერთად შევიტანოთ წვლილი გარემოს დაცვაში“, – მარკუს ვილიგი, Bolt-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ნახშირბადის განეიტრალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე Bolt თანამშრომლობს ისეთ ექპერტებთან, როგორიცაა Natural Capital Partners. Natural Capital Partners ე.წ. ნახშირბად-ნეიტრალური პროტოკოლის (CarbonNeutral Protocol) მეშვეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბიზნესკომპანიებისთვის უზრუნველყოფს გარანტიას, რომ მათი ნახშირბად-ნეიტრალურ ინიციატივებთან დაკავშირებული აქტივობები, ისევე როგორც თავად ბიზნესი, ოპერაციები და პროდუქტები იქნება სუფთა, გამჭვირვალე და ხარისხიანი.

იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს გამონაბოლქვის შემცირება და გლობალური დათბობის 1.5 გრადუსამდე დაყვანა, კარბონ-ნეიტრალური ინიციატივა სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ყველა სექტორში. მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა  დადებითი ზემოქმედება მოახდინოს კლიმატის ცვლილებაზე“, – ჯონათან შოფლი (Jonathan Shopley),  Natural Capital Partners-ის მმართველი დირექტორი საგარეო საქმეთა საკითხებში.

Bolt მომსახურებას უწევს 25 მილიონ მომხმარებელს 30-ზე მეტ ქვეყანაში და ლიდერია ევროპასა და აფრიკაში. Bolt-ში ამბობენ, რომ გასულ წელს ის იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც ავტომობილით და სკუტერით მომსახურება ერთ აპლიკაციაში გააერთიანა. ასევე, ამბობენ იმასაც, რომ Bolt არის წამყვანი ტრანსპორტირების პლატფორმა, რომლის მთავარი მიზანია ურბანული გადაადგილება გახადოს უფრო მარტივი, სწრაფი და საიმედო.

Bolt 2013 წელს დაარსდა მარკუს ვილიგის მიერ. ის  ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტრანსპორტირების პლატფორმაა ევროპასა და აფრიკაში, რომლის ინვესტორები არიან: Daimler, Didi Chuxing, Korelya Capital და TransferWise-ის თანადამფუძნებელი Taavet Hinrikus.

[R]

განხილვა