in

Bolt-ის აპლიკაციით შეგიძლიათ, მძღოლს Tip დაუტოვოთ

ესტონურმა კომპანია Bolt-მა აპლიკაციაში ახალი ფუნქცია დაამატა – ამიერიდან შეგიძლიათ, მადლობის ნიშნად, დამატებითი თანხა, Tip დაუტოვოთ მძღოლს.

თუ მძღოლმა ყველა წესის დაცვით მიგიყვანათ სასურველ მისამართზე, ავტომობილში სასიამოვნო მუსიკა დაგხვდათ, თუ მომსახურებამ თქვენს მოლოდინს გადააჭარბა, უკვე შეგიძლიათ მძღოლს დაუტოვოთ Tip, აპლიკაციიდან.

„გასული თვეები ყველასთვის რთული და დამღლელი იყო, მიუხედავად ამისა Bolt-ის მძღოლები ყოველდღე გადიოდნენ წინა ხაზზე და უზრუნველყოფდნენ თითოეული ადამიანის გადაადგილებას სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად. შესაბამისად, ჩვენ დავამატეთ მძღოლებისთვის Tip-ის დატოვების ფუნქცია, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, დამატებითი მადლობა გადაუხადონ მძღოლებს გაწეული საუკეთესო მომსახურებისთვის”, – აცხადებს Bolt-ის დამფუძნებელი ბესო პაპიაშვილი.

როგორ დავუტოვოთ Tip მძღოლს?

  • შეაფასეთ მძღოლი 4 ან 5 ვარსკვლავით
  • სურვილისამებრ, დატოვეთ კომენტარი
  • აირჩიეთ Tip-ის ოდენობა
  • დააჭირეთ ღილაკს და მძღოლი მიიღებს Tip-ის 100%-ს

ამ ფუნქციით სარგებლობა შეგიძლიათ მგზავრობის დასრულებიდან 15 წუთის განმავლობაში და რაც ყველაზე მთავარია, თქვენს მიერ დატოვებული Tip-ის 100% გაიგზავნება პარტნიორ მძღოლთან.

 

[R]

Cannes Lions ყველასთვის უფასოდ!

როგორია პანდემიის შემდგომი “ახალი ნორმა” და იქცევა ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად?