in

Bolt-მა მეოთხე თაობის სკუტერი წარადგინა

Mock up winner podium on blue background, 3d render, 3d illustration
veon
veon

Bolt საყოველთაოდ ცნობილია თავისი ride-hailing სერვისით, რაც გულისხმობს მგზავრებისა და ლოკალური მძღოლების ერთმანეთთან დაკავშირებას აპლიკაციის მეშვეობით. გარდა ამისა, კომპანია უკვე გვთავაზობს ელექტრო სკუტერის მომსახურებას მსოფლიოს 45 ქალაქში. Bolt-ის გუნდმა ხაზი გაუსვა, რომ კომპანიამ სკუტერების შექმნისას დიდი ყურადღება გაამახვილა სკუტერების უსაფრთხოებაზე.

სკუტერი დამზადებულია ალუმინისგან, ის 19 კილოგრამს აღწევს და აღემატება ველოსიპედის წონას. ელემენტის ერთი დატენვით თქვენ შეძლებთ 40 კილომეტრი გაიაროთ.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, Bolt-ის სკუტერები საკმაოდ უსაფრთხოა მომხამარებლებისთვის. ამას  განაპირობებს მასში ჩაშენებული სენსორები, რომლებიც მგზავრს აფრთხილებს შესაძლო საფრთხის შესახებ, აგზავნის სიგნალს იმ შემთხვევაში თუ წაიქეცით ან რაიმე დაზიანდა. აუდიო და ვიზუალური „გაფრთხილებები“ კი გასწავლით რა და როგორ უნდა გააკეთოთ ან პირიქით, როგორ არ უნდა მოიქცეთ.

ინტეგრირებულ დაფაზე მიიღებთ შეტყობინებებს, რომლებიც განიშნებთ, რომ მიდიხართ ფეხით მოსიარულეთა ან დაბალსიჩქარიან ადგილას. ასევე შეგიძლიათ ნახოთ, გაქვთ თუ არა პარკირების უფლება ამა თუ იმ კონკრეტულ არეალში. Bolt გეგმავს, წინა მოციმციმე განათების გამოყენებას საცალფეხო ან დაბალი სიჩქარის ზონაში შესვლისას.

ელექტრონული სკუტერების თანამედროვე მოდელების მსგავსად, Bolt-ის ახალ პროდუქტსაც მოსახსნელი ელემნტები აქვს, რაც ბევრად ეფექტურია, ვიდრე დასატენად მთლიანი სკუტერის გადაადგილება.

როგორც კომპანიამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, Bolt-ის გუნდი მზადაა მთელი ძალისხმევა დასახული მიზნის მიღწევისკენ მიმართოს. მათი გეგმის მიხედვით, 2021 წლისთვის სკუტერების მომსახურება 100-ზე მეტ ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი და ელექტრო სკუტერებისა და ველოსიპედების რაოდენობამ შესაძლოა 130 000-ს მიაღწიოს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როგორ გაართმევს თავს Bolt 2021 წლის გეგმას.

საახალწლო საჩუქრის სახალისო იდეები, რომელიც თქვენს საყვარელ ადამიანებს ბედნიერებას მიანიჭებს

პლანეტის შიდა სითბომ მარსზე შესაძლო სასიცოცხლო წერტილები გაააქტიურა