ზამთრის თავგადასავლებს ბაკურიანში ან გუდაურში ხომ არ გეგმავთ? Bolt და Visa ზამთრის კურორტების მგზავრობებზე შეღავათებს გთავაზობენ.
თუ Bolt-ის აპლიკაციაში გადახდის მეთოდად Visa ბარათს აირჩევთ და Visa Winter კატეგორიას მონიშნავთ – თბილისიდან გუდაურის, სტეფანწმინდისა და ბაკურიანის მიმართულებით (და უკან) 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
როგორ მივიღოთ ფასდაკლება?
- გადმოწერეთ/გახსენით Bolt-ის აპლიკაცია;
- აირჩიეთ სასურველი მისამართი – ბაკურიანი, სტეფანწმინდა ან გუდაური;
- გადახდის მეთოდად მიუთითეთ Visa-ს ბარათი;
- აირჩიეთ Visa Winter კატეგორია;
- ფასდაკლება ავტომატურად გააქტიურდება.
“ზამთარის სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მისამართები ბაკურიანი და გუდაურია, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული ფასდაკლება ამ კურორტების მგზავრობებზე შეგვეთავაზებინა. Visa დიდი ხანია ჩვენი პარტნიორია და მასთან ერთად ვცდილობთ საინტერესო შეღავათები მოვუმზადოთ ჩვენს საერთო მომხმარებლებს და მათი გამოცდილება გავაუმჯობესოთ.” – აღნიშნავს Bolt-ის მარკეტინგის დირექტორი რუსო კობახიძე.
Visa და Bolt მსოფლიო ბაზარზე წარმატებით თანამშრომლობენ და ერთგულ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობენ სხვადასხვა ექსკლუზიურ შეღავათებს. ამიტომ, თვალი ადევნეთ და არ გამოგრჩეთ სიახლეები!
[R]