in

მოგზაურობის სეზონი Bolt-ისა და Visa-ს შეთავაზებასთან ერთად

მოგზაურობის სეზონი დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ დროა კომფორტული გადაადგილების ალტერნატივა მოვძებნოთ.

ალბათ გსმენიათ Bolt-ის აპლიკაციაში გააქტიურებული Travel კატეგორიის შესახებ, რომელიც მომხმარებლებს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში სწრაფ, ხარისხიან მგზავრობას სთავაზობს. 

შეგიძლიათ დაივიწყოთ ტრანსპორტის ლოდინის დისკომფორტი, რთული პროცედურები და მგზავრობის თანმდევი შფოთვა. Bolt-ის აპლიკაცია გაძლევთ შესაძლებლობას თითის რამდენიმე დაჭერით შეუკვეთოთ Travel კატეგორია და გადაადგილდეთ სტრესის გარეშე – სადაც გინდათ, როცა გინდათ.

თუ თქვენი მოგზაურობა საქართველოს ფარგლებს სცდება და აეროპორტამდე მისვლა გჭირდებათ, Bolt-სა და Visa-ს თქვენთვის კარგი შემოთავაზება აქვთ!

Visa პრემიუმ ბარათით გადახდისას, ნებისმიერი აეროპორტის მგზავრობებზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ! 

და თუ იმ კატეგორიის მგზავრი ხართ, რომელსაც ყველაფრის წინასწარ გათვლა ურჩევნია, თქვენთვის კიდევ უფრო კარგი ამბავი გვაქვს. Bolt-ის დაგეგმილი მგზავრობების ფუნქციით შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ მგზავრობები – მათ შორის აეროპორტის მგზავრობა, მაქსიმუმ 90 დღით ადრე. ფასდაკლება დაგეგმილ მგზავრობებზეც მოქმედებს.

„მოგზაურობას ხშირად გადაადგილების სტრესი ახლავს თან. სწორედ ამიტომ, გვინდოდა ჩვენი მომხმარებლებისთვის კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი ალტერნატივა შეგვეთავაზებინა,“ – აცხადებენ კომპანია Bolt Georgia-ს წარმომადგენლები. – „Travel კატეგორია აპლიკაციაში სწორედ ამ მიზნით გავააქტიურეთ. რაც შეეხებათ იმ მგზავრებს, რომელთაც საზღვარგარეთ მოგზაურობა აქვთ დაგეგმილი, Visa-ს ფასდაკლება მათ საჭიროებებს პასუხობს. ამ შეთავაზებით ვეცადეთ მომხმარებლებისთვის აეროპორტის მგზავრობების სტრესი შეგვემსუბუქებინა.“

თუ მოგზაურობას გეგმავთ, გადმოწერეთ Bolt-ის აპლიკაცია და ისარგებლეთ კომფორტული, ხარისხიანი, თქვენზე მორგებული სერვისით!

[R]

„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა