in

სახლები მიუსაფარი ცხოველებისთვის — Bolt-ისა და Animal Project-ის საერთო პროექტი

Bolt-ისა და Animal Project-ის საერთო პროექტის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა უბანში 10 ლოკაციაზე მიუსაფარი ცხოველებისთვის ხის სახლები დაიდგა. ამისთვის ის ლოკაციები შეირჩა, სადაც მიუსაფრებს განსაკუთრებით სჭირდებოდათ სახლი.

მსგავსი კამპანიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ქალაქში უსახლკარო ცხოველების რიცხვი დღითიდღე მატულობს. ცივი ამინდების პარალელურად კი, ქუჩაში გადარჩენა უფრო და უფრო რთულდება.

„ჩვენი მთავარი მისიაა, შევქმნათ ქალაქები მისი მაცხოვრებლებისთვის. ცხოველები კი ჩვენი მეგობარი კომპანიონები არიან, რომელთაც ზრუნვა სჭირდებათ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქუჩებში ამდენი მიუსაფარი ცხოველი სიცივესთან გამკლავებას ცდილობს. ჩვენ სოციალურ ქსელში რუკაც გამოვაქვეყნეთ, სადაც დეტალურად არის მითითებული ყველა სახლის  მისამართი. სახლის მონახულება და სითბოს გაზიარება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თბილ სახლს ყველა იმსახურებს, განსაკუთრებით ის, ვინც სიცივეს მარტო უმკლავდება“, ამბობენ კომპანია Bolt Georgia-ს წარმომადგენლები.

[R]

Instagram-ს თამაშის ფუნქცია ემატება

ჯეისონ მომოას აღმოჩენა Guinness-ის ახალ რეკლამაში