in

Bolt და Visa ახალ შეღავათებს გვთავაზობენ!

Bolt და Visa მომხმარებლებს ახალი შეთავაზებით უბრუნდებიან. ამჯერად ისინი თბილისსა და ბათუმში მგზავრებს ახალი ტიპის აქციას სთავაზობენ. 

Visa-ს ნებისმიერი ბარათით გადახდისას, თუ მომხმარებელი კვირაში სამ მგზავრობას შეასრულებს, შემდეგ სამ მგზავრობაზე 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს. 

Bolt და Visa მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ქვეყანაში პარტნიორობენ და ქმნიან მაღალი ხარისხის მომსახურებას. საქართველოში მათი თანამშრომლობა 2023 წელს დაიწყო და სამომავლო პერსპექტივაშიც არაერთი კამპანია იგეგმება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიცაა Visa. აღნიშნულ 3+3 მგზავრობის კამპანიასთან ერთად, Visa-ს პრემიუმ ბარათების მფლობელებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ 50%-იანი ფასდაკლებით თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი შეღავათები, რომლებიც მათ მგზავრობებს კიდევ უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის. Visa-სთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი მომხმარებლები წინ კიდევ ბევრ სიურპრიზს შეხვდებიან Bolt-ის აპლიკაციით სარგებლობისას“, — აცხადებენ კომპანია Bolt-ის წარმომადგენლები.

3+3 შეთავაზება აქტიურია Visa ბარათის ყველა მფლობელისთვის საქართველოში და ძალაშია 31 დეკემბრამდე. კამპანიის პირობების შესახებ დეტალები ხელმისაწვდომია Bolt-ის აპლიკაციაში.

[R]

პერფექციონიზმის 3 ნიშანი

ხანდახან ექიმი ყველაფერს სჭირდება