in

3 სავარჯიშო ბიზნესებისთვის, რომლებსაც თანამშრომლების შენარჩუნება სურთ

პანდემიის პერიოდი კიდევ ერთი რამით დაამახსოვრდება მსოფლიო შრომით ბაზარს – Great Resignation. მართლაც, Covid-19-ის გამოჩენის შემდეგ, სამსახურებიდან წამსვლელთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. შესაბამისად, ბიზნესები დადგნენ გამოწვევის წინაშე, როგორმე შეძლონ და არსებული ადამიანური რესურსი იმ დონეზე გააძლიერონ, რომ თანამშრომელთა გადინების ტემპი შეამცირონ. ამ მეთოდს ფრანც მენგერტი – HR-ტექნოლოგიური კომპანია North Haven-ის დამფუძნებელი არასამუშაო თემატიკის საუბრებით ებრძვის. ყოველ პარასკევს, გუნდი ვიდეოზარშია ჩართული და საუბრობს ნებისმიერ რამეზე, სამსახურის გარდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ეს არატრადიციული შეხვედრები შიდა კორპორაციული ურთიერთობისა და გუნდური დინამიკის გაუმჯობესებას ემსახურება, რათა თანამშრომლების გადინება შეამციროს. მაინც, როგორაა შესაძლებელი, ვირტუალური სამუშაო გარემოს პირობებში, მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება?

„ყველაფერი, სამსახურის გარდა“

მენგერტის თქმით, პარასკევის შეხვედრებში გადამწყვეტი როლი თანმიმდევრულობას აქვს. ყოველ პარასკევს, 16:00-ზე, კომპანიის ყველა თანამშრომელი ერთვება Zoom-ში, განიხილავს არასამუშაო თემებს, თამაშობს და ურთიერთობს თანაგუნდელებთან. თანამშრომელთა უმეტესობა განსაზღვრული დროის შემდეგაც რჩება ხაზზე. ზოგჯერ, ისეთ სერიოზულ თემებსაც განიხილავენ, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა, ავტომობილები და ა.შ.

პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, კალიფორნიულ კომპანია Burlingame-ში მომუშავე თანამშრომლებისთვის თამაშებისა და სტრატეგიის შემუშავება დაიწყო. 2018 წელს, 11 ადამიანისგან შემდგარი კომპანია დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა და ამიტომ, ორგანიზაციამ თანამშრომლებს შორის ურთიერთკავშირის დეფიციტი პანდემიაზე ბევრად ადრე იგრძნო. ეს დისტანციური სამუშაო გარემოსთვის საკმაოდ დამახასიათებელი ფაქტორია. ადამიანები უფრო მეტად ორიენტირდებიან ამოცანების გადაჭრაზე და არა ურთიერთობაზე. ამდენად, მენეჯერები დაადგნენ ინტერპერსონალური ნდობისა და თანაგრძნობის გაღვივების საჭიროების წინაშე.

ონლაინ ჩართვები ურთიერთობების ჩამოყალიბებას ეხმარება. ზოგიერთი თანამშრომლის ხელშესაწყობად, სპეციალური სტიპენდია დაინიშნა, რათა თერაპიის გავლა შეძლებოდათ. მაგალითად, მათ, ვინც ზურგის ტკივილმა შეაწუხა, ერგონომიული სავარძელი უყიდეს. თანამშრომელს, რომელიც კომპიუტერების აწყობით დაკავდა, ინსტრუმენტები შეუძინეს და მონაცემთა სპეციალისტად ჩამოაყალიბეს. თანამშრომლების საჭიროებების გააზრებამ მნიშვნელოვან აღმოჩენებამდე შეიძლება მიგიყვანოთ.

მადლიერება

თითქოს ძალიან აშკარაა, რომ თანამშრომლებისადმი მადლიერების გამოხატვა სასარგებლოა, თუმცა, მათი თანმიმდევრული ხელშეწყობა ნამდვილად დაგაზღვევთ თანამშრომელთა გადინებისგან. კომპანია Caldwell Intellectual Property Law-ს თანამშრომლები, ყოველ პარასკევს, გასული კვირისადმი მადლიერებას გამოხატავენ. ეს მიდგომა 12 ბიჯისგან შედგება და ადამიანს თვითაღდგენასა და დაბრკოლებების დაძლევაში ეხმარება. აქტივობა სამი წლის წინ დაიწყეს და ამ გზით, გადინება 10%-ით შეამცირეს.

Winthrop Wealth-ში მნიშვნელოვნად მიაჩნიათ პატარა გამარჯვებები . დილას, ზარის დროს, თანამშრომლები ერთმანეთს პატარა გამარჯვებების შესახებ უყვებიან, თუნდაც ეს სულ მცირედი აქტივობა იყოს. ეს მიდგომა გაგრძელდა პანდემიის პერიოდშიც. ამ დროში, Winthrop-მა ყველა თანამშრომლის შენარჩუნება შეძლო.

თამაშები და შთაბეჭდილება

ყოველთვიურად, სახელმწიფო IT კონტრაქტორის Kech თანამშრომლები ბინგოსა და Pictionary-ს თამაშობენ. ისინი ეჯიბრებიან, ვის შინაურ ცხოველს უფრო სიმპათიური ფოტო აქვს ან ფიქრობენ, როგორ შეიძლება დაძლიონ ზომბი-აპოკალიფსი. კომპანია Williamsburg-ში დამფუძნებელს, კრის კარპენტერს ამ აქტივობების აღრევა უყვარს. პანდემიამდე ეს მიდგომა კარგად მუშაობდა. თუმცა, Covid-19-ის პერიოდში, კომპანიამ თანამშრომელთა ურთიერთობა მეტად სახალისო და ადამიანური გახადა.

ღონისძიებათა უმრავლესობაზე პრიზები თამაშდება. გამარჯვებულთა სასაჩუქრე ბარათებზე კარპენტერი, წლიურად, $2000-ს ხარჯავს. ის ამ აქტივობებს თავად აორგანიზებს და პირადად არის ჩართული უკუკავშირის მიღებაშიც.

როდესაც საქმე თამაშებს ეხება, აირჩიეთ კოლაბორაციული კონცეფცია და არა შეჯიბრებითი. ეცადეთ, ამ აქტივობებით თანამშრომელთა შორის ურთიერთობები დაალაგოთ. სწორედ ეს თამაშები აჩვენებს ყველაზე კარგად, რამდენად ზრუნავს მენეჯერი თანამშრომლებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. ეცადეთ, ისეთი თამაშები აირჩიოთ, სადაც თანამშრომლები გამოსავლის პოვნას ერთობლივად შეძლებენ. თუკი, პირადად თქვენ ამ საქმისთვის არ გცალიათ, დაიქირავეთ ვინმე, ვინც თანამშრომელთა ამგვარ განტვირთვაზე იფიქრებს.

 

წყარო: inc.



ცხოვრების ახალი სტილი – როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა კოვიდპანდემიის შემდეგ?

75 მილიონი წლის წინ ანტარქტიდა ხანძარმა მოიცვა!