რა იქნებოდა, გასული საუკუნის ყველაზე ცნობილ კრიმინალურ წყვილს, ბონისა და კლაიდს ძველი, Ford V8–ის ნაცვლად, ახალი Nissan Micra რომ ყოლოდათ?! ალბათ, უფრო მეტი საინტერესო ისტორიები, კარგი სიმღერები და უკეთესი კრიმინალური ჟანრის ფილმები გვექნებოდა, ამერიკის ყველაზე სკანდალურ დამნაშავე და საოცრად რომანტიკულ წყვილზე. Nissan–მა გადაწყვიტა ახალი მოდელისთვის, რაც შეიძლება ეფექტური, სარეკლამო ვიდეორგოლი შეექმნა. ისეთი პროდუქტისთვის კი, როგორიც ავტომობილია ყველაზე შესაფერისი, რაღა თქმა უნდა, რბოლა, დაძაბულობა და ექსტრემალური გარემოებებია, ასეთ ვითარებებში ყველაზე უკეთ ჩანს მანქანის შესაძლებლობები. ამ შემთხვევისთვის კი, სწორედ რომ იდეალური ისტორია ბონისა და კლაიდის თავგადასავლებია.