in

ბონო – მომხმარებლის ლოიალობის დაფასებისთვის

დილას ვყიდულობთ ყავას, დღის განმავლობაში გვჭირდება სააფთიაქო შოპინგი, საკუთარი თავისთვის ვირჩევთ ახალ აქსესუარებს, ან საყვარელი ადამიანისთვის – საჩუქარს, გვაქვს რჩეული, ჩვენთვის საყვარელი ბრენდები…

„ჩვენი დაგროვების ბარათი გააქვთ?“ – ეს ის კითხვაა, რომელსაც თითქმის ყველა სალაროსთან გვისვამენ გადახდისას. ჩვენც ენთუზიაზმით ვხსნით ახალ-ახალ ბარათს, ვაგროვებთ ქულებს, თვალს ვადევნებთ სხვადასხვა ლოიალობის პროგრამის შეთავაზებებს. თუმცა, სად რამდენი ქულა გვაქვს დაგროვებული, რამდენი ქულა რამდენი ლარია, ქულებით რისი ყიდვა შეგვიძლია და როდის ეწურება ვადა ჩვენ ქულებს ამ კითხვებზე საბოლოოდ იშვიათად გვაქვს პასუხი. 

ბაზარზე ლოიალობის აპლიკაცია – ბონო გამოჩნდა, რომელიც აქამდე დაგროვებულ, სხვადასხვა ბრენდის ქულებს ერთ აპლიკაციაში აერთიანებს. დახარჯვა კი ბონოს პარტნიორ ნებისმიერ კომპანიაში შეგვიძლია.

რეგისტრაციას მხოლოდ 30 წამი სჭირდება, რის შემდეგაც ქულების შეგროვება, მართვა და დახარჯვა უფრო სასიამოვნო და მარტივი ხდება. ბონოს აპლიკაციაში თავმოყრილი ყოველდღიური, ექსკლუზიური შეთავაზებებით კი, შოპინგის დროს კიდევ უფრო მეტ ქულას ვაგროვებთ.

ბონოს აპლიკაციაში განსხვავებული ასაკისა თუ საჭიროებების მომხმარებლები უკვე ვაგროვებთ და ვხარჯავთ ისეთი ბრენდების ქულებს, როგორებიცაა: ავერსი, მინისო, ელიტი, ვულე-ვუ, ამბოლი, სალამანდრა, ზარაფხანა და სხვები.

თუ ხარ ბრენდი, რომელიც ბონოს მომხმარებლებს ჯერ კიდევ არ გვხვდება აპლიკაციაში, გაითვალისწინე, რომ არ აქვს მნიშვნელობა გაქვს თუ არა საკუთარი ლოიალობის პროგრამა – ბონოს ეკოსისტემაში გაერთიანება ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია. თუ უკვე გაქვს ლოიალობის პროგრამა, შენთან დაგროვილი ქულები არ დაგვეკარგება და ბონოს აპლიკაციაში ავტომატურად აგვესახება. 

ბონოს დახმარებით, საინტერესო ანალიტიკაზე გექნება წვდომა – რა მოგვწონს, რას მოვიხმართ და რაში ვხარჯავთ ყველაზე მეტს. 

თანამედროვე მომხმარებელი რეკლამაზე მეტად ჩვენს გამოცდილებას ვენდობით და იმ მომენტს, როდესაც ბრენდისგან რეალურ ღირებულებას ვხედავთ; ცხოვრების ძალიან სწრაფ ტემპში სიმარტივეს ვირჩევთ და გვახარებს ყოველდღიური, თუნდაც სულ პატარა სარგებელი. 

ისღა დაგრჩენია, რომ ბონოს პარტნიორი და მეგობარი ბრენდების სიას შეუერთდე და ბონოს აპლიკაციაში ჩვენზე მორგებული შესაძლებლობები და შეთავაზებები დაგვახვედრო.   

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ბონოს გუნდს –  *1177 ან  [email protected].

[R]

Wolt x SOLO – ისარგებლეთ Wolt+ გამოწერის სერვისით უფასოდ 1 წლით

მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის — „თეგეტა მოტორსის“ მაისის შეთავაზებები