in

ბონო U2-ის უფასო iTunes ალბომისთვის ბოდიშს იხდის — რა მოხდა სინამდვილეში?

ალბათ, გახსოვთ, Bono-მ 2014 წელს ხალხს „მოულოდნელი საჩუქარი“ რომ გაუკეთა — კერძოდ, U2-ის Songs of Innocence ალბომი iTunes ანგარიშებზე უფასოდ, ავტომატურად ჩამოტვირთა. ახლა კი ახლახან გამოქვეყნებულ მემუარებში “Surrender: 40 Songs, One Story” ამის გამო ბოდიშს იხდის.

წიგნში ბონო განმარტავს, რატომ გადაწყვიტა ალბომის უფასო, ავტომატური ჩამოტვირთვების გაკეთება. მისი თქმით, ყველაფერი Apple-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ტიმ კუკთან შეხვედრით დაიწყო. დიალოგს კი უცვლელად გთავაზობთ:

ტიმ კუკი: გსურთ მუსიკის უფასოდ გაცემა? მაგრამ მთელი აზრი, რასაც ჩვენ ვცდილობთ Apple-ში, არ არის მუსიკის უფასოდ გაცემა. საქმე იმაშია, რომ მუსიკოსები ანაზღაურებას იღებენ.

ბონო: არა, არა მგონია, რომ ჩვენ უფასოდ ვაჩუქებთ ხალხს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადაგვიხადოთ და შემდეგ უფასოდ მისცეთ საზოგადოებას. მშვენიერი არ იქნება?

ტიმ კუკმა გაოგნებისგან წარბი ასწია: თქვენ გულისხმობთ, რომ ფული გადაგიხადოთ ალბომში და შემდეგ უფასოდ გავავრცელოთ ის?

ბონო: დიახ, როგორც Netflix ყიდულობს ფილმს და აბონენტებს აძლევს. „ტიმმა ისე შემომხედა, თითქოს ანბანს ვუხსნიდი ინგლისელ პროფესორს“

ამას ტიმისგან იმის ახსნა მოჰყვა, რომ ეფლი „აბონენტ ორგანიზაცია“ არ არის, თუმცა ინიციატივით გამოვიდა — U2-ს ალბომი უფასოდ მიეწოდებინათ მსმენელებისთვის. რა თქმა უნდა, ბონო დათანხმდა: „ვფიქრობ, ყველა მომხმარებელს უნდა ჩავუწეროთ ავტომატურად. მათი არჩევანი იქნება, მოუსმენენ თუ არა“.

შედეგად, iTunes-ის ყველა მომხმარებელმა ავტომატურად ჩამოტვირთული U2-ს ალბომი მიიღო. მართალია, ეს ბენდის გულშემატკივრებისთვის სასიხარულო სიახლედ იქცა, მაგრამ დანარჩენები ე. წ. „კოლექტიურმა სიგიჟემ“ მოიცვა, რაც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებულმა მიმებმაც დაადასტურა:

„თავიდან მეგონა, რომ ეს მხოლოდ ინტერნეტის აურზაური იყო, მაგრამ შემდეგ მივხვდი, ყველაფერი ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სერიოზულ დისკუსიაში გადაიზარდა. მთელ პასუხისმგებლობას თავად ვიღებ და სხვა არავინაა დამნაშავე, არც გაი ო, არც ეჯი, არც ადამი, არც ლარი, არც ტიმ კუკი და არც ედი კუ. ვფიქრობდი, თუ უფასო წვდომა ექნებოდათ ჩვენს სიმღერებზე, ყველას ენდომებოდა ეს“, — წერს ბონო.

რატომ ქმნიან ცნობილი ბრენდები სიმღერებს TikTok-ისთვის?

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდის ღონისძიებაზე 3 წარმატებული ქართული სტარტაპი წარდგება