in

იდეალური გაქცევა თუ წარმატებული პაემანი? – ონლაინ პაემნების შესახებ ლონდონელი ილუსტრატორი წიგნს გამოსცემს

ციფრული ტექნოლოგიების სამყარომ, სხვა ყველაფერთან ერთად, გაცნობა/პაემნების წესი და ტრადიციებიც შეცვალა. ონლაინ ნაცნობობა და ამ ფორმით დათქმული შეხვედრები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა და ბევრი ადამიანის ბედიც კი გადაწყვიტა.

თანამედროვე ხელოვანები, რომლებისთვისაც ნებისმიერი პროცესი შეიძლება ინსპირაციად იქცეს, აკვირდებიან ამ მოვლენებს და თავიანთ ნამუშევრებად აქცევენ. ერთ-ერთი ასეთი არტისტი ილუსტრატორი, ტეს სმიტ რობერტსია, რომელიც უკვე 2020 წლიდან ხატავს კომიქსებს ონლაინ ნაცნობობის შესახებ. კომიქსებში ის ასახავდა როგორც კარგ, ისე ცუდ გამოცდილებას. მისი ნამუშევრები იმდენად სახალისო და თემატურია, რომ ტესი მეგობრებმა წაახალისეს, ეფიქრა წიგნის გამოცემაზე.

წიგნი, რომელზეც მან მუშაობა დაიწყო, რაღა თქმა უნდა, ონლაინ ნაცნობობაზეა და ასახავს ერთი გოგონასა და ბიჭის, სახელად, ოლივის ისტორიას, რომელიც ნამდვილი სიყვარულის ძიებაშია. როგორი იქნება წიგნის ფინალი, ჯერ არ ვიცით, თუმცა ტესის ორიგინალური და ფერადი ილუსტრაციები ნამდვილად შთამბეჭდავია და ისტორიაც რეალური მაგალითებით იქნება გამდიდრებული. წიგნს ოქტომბრის ბოლოს ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ ტესისთვის შთაგონების წყაროდ თავისივე ისტორიები იქცა. ერთხელ იგი მეგობრების გარემოცვაში ჰყვებოდა, თუ რამდენი წარუმატებელი და ზოგჯერ, კომიკური სიტუაცია ჰქონია ონლაინ დათქმული პაემნების დროს. მეგობრებმა მსგავსი ისტორიების მოგროვება და წიგნად გამოცემა ურჩიეს.

თავდაპირველად ტესს დამღლელ სამუშაოდ ეჩვენებოდა წიგნის გამოცემა. მან თავის 191000 გამომწერს ინსტაგრამზე, სთხოვა, გაეზიარებინათ მისთვის ონლაინ პაემნების ისტორიები, რომლებსაც ის შემდეგ კომიქსებად გადააქცევდა. საბოლოო ჯამში, უამრავი ასეთი ისტორია მოგროვდა, რომელთაგან უმეტესობაც ძალიან სახალისო იყო.

ამის შემდეგ უკვე სამი წელი გავიდა, თუმცა ხელოვანისთვის თავისი ამბების გაზიარებას გამომწერები კვლავ განაგრძობენ. ასე მოგროვდა უამრავი კომიქსი, რომლებიც ხელოვანმა ერთი გმირის გარშემო მოაქცია და წიგნის ნარატივად გადააკეთა, თუმცა თავად ისტორიები რეალური ადამიანების მონაყოლიდან არის აღებული.

ქართული კომპანია Shelf.Network ჩინურმა ჯგუფმა შეისყიდა!

კრეატიულობა ბრენდების ჟანგბადია — რა ზიანს აყენებს მისი ნაკლებობა ბიზნესს?