კომერციულმა სააგენტო Integer Group-მა შექმნა წიგნი, სახელწოდებით “ლამაზი”. სახელმძღვანელო გამოვიდა გოგონების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 11 ოქტომბერს აღინიშნება. ესაა წიგნი, რომელმაც გოგონებს უნდა ასწავლოს, რა არის სინამდვილეში სილამაზე, წაახალისოს და საკუთარი თავის რწმენა გაუღვივოს. წიგნი იწყება გოგონას შეკითხვით, რომელსაც ის მშობელს უსვამს:”ლამაზი ვარ?”. შემდეგ კი ვკითხულობთ ამბავს, რამდენი რამ შეიძლება ალამაზებდეს ადამიანს: სიმამაცე, შემოქმედებითობა, მეგობრობა… საინტერესოა, რომ 7-10 წლის ბავშვების ერთ მესამედზე მეტი, თვითშეფასებისას, ყველაზე მნიშვნელოვნად გარეგნობას თვლის. წიგნი კი გოგონებს დაეხმარება, უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყონ საკუთარი პოტენციალისა და თავდაჯერებულობის გამომუშავება.