in

წიგნები, რომლების წაკითხვაც გამოგვადგება 2024-ში

რამ იქონია თქვენს აზროვნებაზე ყველაზე დიდი გავლენა? – ალბათ „წიგნი“ ამ კითხვაზე პასუხის ტოპ სამეულ აუცილებლად იქნება. განვითარების მოყვარული ადამიანისთვის წიგნი კარია ცოდნისა და შთაგონების სამყაროში. 100-ზე მეტი წიგნის წაკითხვისა და მიმოხილვის შედეგად, მარკეტერმა ლევან თაღიაშვილმა 2024 წელს წასაკითხი 5 წიგნი გაგვიზიარა. ის შეეცადა სწორედ ისეთი ბესტსელერებისთვის მოეყარა თავი, რომელიც ვიმედოვნებთ, სხვადასხვა მიმართულებით დაგეხმარებათ ახალი გამოცდილების მიღებაში. თუკი ბიზნესზე და პირად ფინანსებზე ეძებთ წიგნებს, გადახედეთ. დასახელებებზე Amazon-ის ბმულებია მიმაგრებული.

Amazon Unbound – ალბათ, არაერთხელ გსმენიათ ან წაგიკითხავთ Amazon-სა და მის დამფუძნებელზე, თუმცა ეს წიგნი დეტალურად განიხილავს მისი წარმატების (და არამხოლოდ) ქეისებს. ამ წიგნის შემდეგ მიხვდებით, თუ რა მიდგომების წყალობით გახდა ჯეფ ბეზოსი სამყაროს უმდიდრესი ადამიანი, როგორი მენეჯერია რეალურად 59 წლის მილიარდერი და რის ხარჯზე შეძლო ისეთი კომპანიის შექმნა, რომელიც $1.5 ტრილიონადაა შეფასებული.

I Will Teach You To Be Rich – არ მოგატყუოთ სათაურმა. აქ ვერ ნახავთ რჩევებს იმაზე, თუ როგორ იშოვოთ $1 მილიონი. რამიტ სეთი დაგეხმარებთ თქვენი ყოველდღიური ფინანსების მოწესრიგებაში. თუ ვალდებულებების გასტუმრება გიჭირთ, გაქვთ განცდა, რომ ფულს უაზროდ ხარჯავთ და ვერ იწყებთ ინვესტირებას თქვენი მომავლისთვის, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

Brand Gap – სამაგიდო წიგნი ბრენდინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის. საინტერესო ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი მარტივად იკითხება და იმ ტექნიკებს გაცნობთ, რომელსაც ცნობილი ბრენდები საკუთარ კომუნიკაციაში იყენებენ.

Growth Hacking – თუ სტარტაპერი ხართ ან მარკეტერი ან თქვენი ბიზნესის სწრაფად გაზრდა გსურთ, მაშინ სილიკონ ველიზე მომუშავე კონსულტანტების ნამუშევარი დაგეხმარებათ. წიგნში შეხვდებით ისეთ ტექნიკებს, რომელსაც სილიკონ ველის კომპანიები აქტიურად იყენებენ. აქ ნახავთ თუ როგორ გეგმავენ ცნობილი ტექნოლოგიური სტარტაპები რეფერალ კამპანიებს და სხვა საინტერესო წარმატებულ მაგალითებს.

Rich Dad Poor Dad – „როგორ უნდა იმუშაოს ფულმა თქვენთვის და არა პირიქით“ – ესაა რობერტ კიოსაკის ბესტსელერის შინაარსი, რომელიც მის პირად ცხოვრებაზე და გამოცდილებაზეა დაფუძნებული. როგორ მუშაობს ორი სრულიად განსხვავებული მიდგომა ფულის მიმართ და რატომ უნდა დაიწყოთ აუცილებლად საკუთარი ბიზნესი – სწორედ ამ კითხვებზე პასუხს მიიღებთ წიგნში, რომლის 32 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

„ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023-ის“ გამარჯვებულებს „აგროსფერომ“ განსაკუთრებული საჩუქრები გადასცა

„გარკვეულ სიტუაციებში საჭიროა არას თქმა“ — ინტერვიუ ნინო ჩაკვეტაძესთან