20
Jun
2019

წიგნი, რომელიც მთლიანად ბალახისგან შეიქმნა – ირლანდიური ბანკის კამპანია

20 Jun 2019



ამ უჩვეულო წიგნის ყოველი გვერდი მცენარეების ფესვებით შეიქმნა, ხოლო ტიპოგრაფიული საღებავი – დამწვარი ბალახის ფერფლისგან. ეს საგანმანათლებლო ექსპერიმენტი ირლანდიურმა ბანკმა Allied Irish Bank, სააგენტო Rothco-სთან ერთად შეიმუშავა ფერმერებისთვის. “გაზრდილი წიგნის” შესაქმნელად გერმანელ ხელოვანს, დიან შერერს, მიმართეს. მან შექმნა ფორმები მცენარეებისთვის, ამობურცული რელიეფით. ორი თვის განმავლობაში, ამ რელიეფზე იზრდებოდა ბალახი, რომლის ფესვებიდანაც შეიქმნა ნახატების კონტურები და ტექსტი. საქმეს თავად ბალახიც წაადგა და ფერფლის სახით, საღებავად გარდაიქმნა. წიგნი მოიცავს ათ გაკვეთილს და პრაქტიკულ რჩევებს ფერმერებისთვის, მოსავლის გასაზრდელად. ამ დროისთვის, წიგნი მოგზაურობს და მას ფერმერებს აჩვენებენ. ხელმისაწვდომია წიგნის ციფრული ვერსიაც.

 

განხილვა