in

Booklark – მიიღე დამატებითი შემოსავალი მობილური აპლიკაციის საშუალებით

Startauperi
Startauperi

გსურთ დამატებითი შემოსავლის გამომუშავება მხოლოდ და მხოლოდ მობილური აპლიკაციის საშუალებით? თუ თქვენ შეგისრულდათ 18 წელი, თიბისი ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას აპლიკაცია Booklark-ის საშუალებით მიიღოთ ფულადი სარგებელი და დამატებით, ბონუს ქულები, რომლის გადაცვლაც შესაძლებელია სასურველ საჩუქარში. ამისათვის საჭიროა გამოაგზავნოთ ინფორმაცია იმ ადამიანზე, რომელიც დაინტერესებულია კრედიტით თიბისი ბანკში.

Booklark-ი საინტერესო პროდუქტია მათთვის, ვისაც სურს დამატებითი სარგებლის მიღება. ასევე, სტუდენტებისთვის ან იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს კარიერის დაწყება საბანკო სფეროში. პროექტის დეველოპმენტზე GIZGIZAM-მ იმუშავა!

image1
პროცესი საკმაოდ მარტივია:

  • გადმოწერეთ Booklark-ი iOS ან Android მოწყობილობისთვის;
  • გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია და დაადასტურეთ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე მოსული ერთჯერადი ვერიფიკაციის კოდით;
  • გამოაგზავნეთ კრედიტით დაინტერესებული პირების საკონტაქტო ინფორმაცია;
  • განაცხადის დასადასტურებლად მიუთითეთ კოდი, რომელიც კრედიტით დაინტერესებულ პირს მიუვა ტექსტური შეტყობინების სახით.

პირობები:

  • 12 ლარი (ხელზე ასაღები 9.6 ლარი) თითოეულ დამტკიცებულ სესხზე;
  • 100 ბონუს ქულა თითოეულ დამტკიცებულ განაცხადზე;
  • 1 ქულა თითოეულ გაგზავნილ განაცხადზე;
  • გამომუშავებული თანხის მისაღებად საჭიროა 3 თვის განმავლობაში გააფორმოთ ხელშეკრულება თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

დაგროვილი ქულები შეგიძლიათ გადაცვალოთ საჩუქრებზე, რომელთა ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აპლიკაციაში.

აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ გამოდის მთავარი მენიუ. კრედიტით დაინტერესებული პირის მონაცემების შესავსებად დააჭირეთ ღილაკს “ქულების დაგროვება”. შევსების შემდგომ შეიყვანეთ კლიენტის მობილურზე გამოგზავნილი აქტივაციის კოდი და დააჭირეთ აქტივაციას. კრედიტის დამტკიცების შემდეგ, თქვენს მიერ გამომუშავებული ჯამური თანხა გამოჩნდება მთავარ გვერდზე.

 

ბკ

 

პრიზის ასარჩევად დააჭირეთ “+” ღილაკს და აირჩიეთ სასურველი საჩუქარი. ამის შემდგომ მთავარ გვერდზე გამოჩნდება თქვენი საჩუქრის მიღების პროგრესი, სადაც მითითებულია თუ რა რაოდენობის ქულები გაქვთ დაგროვებული და რა რაოდენობა არის საჭირო სასურველი საჩუქრის მისაღებად.

ბკ2

აპლიკაციას აქვს მარტივი და დახვეწილი ინტერფეისი, რაც უადვილებს მომხმარებელს მის გამოყენებას. აქედან გამომდინარე, თქვენ შეძლებთ სასურველი შემოსავლის უმარტივესად დაგროვებას და პლიუს დამატებითი საჩუქრის მიღებას.
Booklark-ის გადმოსაწერად ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

Android მოწყობილობებისთვის: https://play.google.com 

iOS მოწყობილობებისთვის: https://itunes.apple.com

„ქართული ა“ – კონკურსი  ქართული შრიფტების  მრავალფეროვნებისათვის

პრეზერვატივის ორიგინალური რეკლამა, რომელსაც ბავშვებსაც თამამად ანახებთ