25
Dec
2019

6 დაუვიწყარი წიგნი ლიდერობაზე, რომელიც 2020 წელს გამოგადგებათ

25 Dec 2019

მომავალი წლის დადგომამდე, წარსულს რომ გადავავლებთ ხოლმე თვალს, შემდეგ კი, მომდევნო ეტაპის ამოცანების დასახვას ვიწყებთ, აი, ის დროა ახლა. 2020 წელი მოდის და ახალ უნარებსა და გამოცდილებას ვუმიზნებთ. მაინც, რა წიგნები შეიძლება გამოგვადგეს მომავალ წელს, ლიდერული უნარების გასაძლიერებლაც? გაგაცნობთ inc-ის რჩეულ ნაკრებს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

“მოკრძალებული კვლევა: თხოვნის ხელოვნება” – ედგარ ჰ. შეინი
(Humble Inquiry: The Gentle Art of Asking Instead of Telling’, Edgar H. Schein)

კომუნიკაცია ნებისმიერი ჯანსაღი სამუშაო გარემოს უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამის მიუხედავად, ყველაზე გამოცდილი მენეჯერებიც კი უშვებენ ისეთ შეცდომას, როგორიცაა სათქმელის გადმოსაცემად არასწორი ფორმის შერცევა. ამას კი, მზარდი ორგანიზაციის კონფლიქტისა და მისკომუნიკაციისკენ წაყვანა შეუძლია. ედგარ ჰ. შეინი, რომელიც მიჩიგანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სლოუნის მენეჯმენტის სკოლის პროფესორია, გვასწავლის, როგორ ავირიდოთ ასეთი შეცდომები და გამოვიყენოთ “მოკრძალებული კვლევა”, რაც სხვა ადამიანებისთვის რაიმეს თქმის ნაცვლად, მოხდენილად თხოვნასა და ურთიერთობის ცნობისმოყვარეობაზე დაშენებას გულისხმობს.

“ცხრა ტყუილი სამსახურის შესახებ: ლიდერის გზამკვლევი რეალურ ცხოვრებაში” – მარკუს ბუკინგჰემისა და ეშლი გუდოლის ავტორობით
(‘Nine Lies About Work: A Freethinking Leader’s Guide to the Real World’ Marcus Buckingham, Ashley Goodall)

ეს წიგნი ლიდერობისა და სამუშაო გარემოს შესახებ არაერთ სტერეოტიპს აყენებს ეჭვქვეშ. შთამაგონებელი ამბების, რეალური მონაცემებისა და სიღრმისეული დაკვირვების საფუძველზე (მათ შორის, Google-ის, eBay-სა სა Amazon-ის), არაერთი ლიდერი ამოიცნობს საკუთარ თავს და სასარგებლოდ გამოიყენებს ინფორმაციას.

“პრაქტიკული ემპათია: ლიდერობის ახალი ენა” – მაიკლ ვენტურა
(‘Applied Empathy: The New Language of Leadership’, Michael Ventura)

მაიკლ ვენტურა არაერთი ჯილდოს მფლობელი დიზაინ სტუდია Sub Rosa-ს დირექტორია. მას ისეთ ბრენდებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა Google, nike, Warbu Parker… ბრენდებს ის ეხმარებოდა თავიანთი ლიდერების, კოლეგებისა და თავიანთი თავის უკეთ გაგებაში. წიგნში ის აღწერს, თუ რატომაა ემპათია ძლიერი ლიდერშიფის ერთადერთი გზა და როგორ ეხმარება ის ლიდერს ნამდვილად მრავალფეროვანი, ინოვაციური და ენერგიული გუნდის ფორმირებაში.

“რატომ იკავებს ლიდერის პოზიციას ამდენი არაკომპეტენტური მამაკაცი? (და როგორ გამოვასწოროთ ეს)” ტომას ჩამორო-პრემუზიცი
(‘Why Do So Many Incompetent Men Become Leaders? (And How to Fix It)’ Tomas Chamorro-Premuzic)

ფსიქოლოგი ტომას ჩამორო-პრემუზიცი, რომელიც პერსონალურ პროფაილინგს, ადამიანების ანალიტიკასა და ლიდერულ განვითარებას სწავლობს, ორ კითხვას სვამს: რატომ ხდებიან არაკომპეტენტური მამაკაცები ლიდერები ადვილად? რატომ უძნელდებათ ლიდერის პოზიციის დაკავება კომპეტენტურ ადამიანებს, განსაკუთრებით, ქალებს?

წიგნი კვლევას ეყრდნობა და აღწერს იმ ნიუანსებს, რასაც როგორც წესი, მივაწერთ ხოლმე ლიდერობას: თავდაჯერებულობა, ქარიზმა… ამას კი, შეუძლია ადვილად შეგვიყვანოს შეცდომაში და ხელთ ნარცისი ან ფსიქოპატი შეგვრჩეს. წიგნი Business Insider-მა წლევანდელი წლის 14 საუკეთესო ბიზნეს ლიტერატურას შორის დაასახელა.

“ლიდერი მსახური: ხუთი ძლიერი ქმედება თქვენი გუნდის, ბიზნესისა და კომუნის ტრანსფორმირებისთვის” კენ ჯენინგსი და ჯონ შტალ-ვერტი

(‘The Serving Leader: Five Powerful Actions to Transform Your Team, Business, and Community’ – Ken Jennings, John Stahl-Wert)

წიგნში ყველა ამბავი რეალურია. ესაა პრაქტიკული გზამკვლევი ეფექტური ლიდერობისკენ და ასევე, პირადი ზრდისთვის.

“მკურნალი ორგანიზაცია: ბიზნესის სინდისის გამოღვიძება, სამყაროს გადასაჩენად” რაჯ სისოდია, მაიკლ ჯ. გელბი

(‘The Healing Organization: Awakening The Conscience Of Business To Help Save The World’ – Raj Sisodia, Michael J. Gelb)

ავტორები თვლიან, რომ არაა აუცილებელი დაიხოცნონ ადამიანები იმისათვის, რომ ბიზნესმა ფული იშოვოს. პირიქით, თუკი თანამშრომლები ბედნიერები იქნებიან, ეს ბიზნესზე ძალიან პროგრესულად აისახება. ეს წიგნი ასახავს ორგანიზაციის სიკვდილ-სიცოცხლის ფაქტორებს და სხვანაირად დაგანახებთ როგორც კომპანიას, ისე თავად სოციუმს. “მკურნალი ორგანიზაცია” გამბედავი განაცხადია და უხვად აღწერს მაგალითებს.

 

წყარო: inc



განხილვა