ფრანგული მაღაზია The Librairie Mollat ცდილობს წიგნების ყდები რეალურ ცხოვრებას მოარგოს. ცოტა ხნის წინ, მაღაზიის თანამშრომლებმა კამპანია “don’t judge a book by its cover” წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც წიგნების ყდებზე არსებულ ფოტოებსა და ილუსტრაციებს სხვადასხვა სიტუაციებს, თუ ადამიანებს არგებდნენ. The Librairie Mollat-მა ორიგინალური ფოტოკოლაჟი თავის Instagram გვერდზე განათავსა, სულ მალე ფოტოებმა გაცილებით უფრო მეტი ყურადღება და მოწონება დაიმსახურეს, ვიდრე ამას მაღაზიის თანამშრომლები წარმოიდგენდნენ.
როგორ მოვარგოთ წიგნის ყდა რეალურ სიტუაციებს? – სახალისო ფოტოკოლაჟი
