in

ასე გაზარდა გაყიდვები 200%-ით ამერიკულმა წიგნების მაღაზიამ, კარანტინის დროს [The Wild Detectives-ის ამბავი]

კარანტინის გამო, დახურვა წიგნების ამერიკულ მაღაზია The Wild Detectives-საც მოუწია და როგორც დალასში მომუშავე სხვა ბიზნესები, ახალ რეალობაზე მორგების გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე დადგა. გამოსავლის საპოვნელად, კომპანიამ სააგენტო Dieste-ს მიმართა, რომელმაც წიგნების ბიზნესი მეტაფორულად, სამოგზაურო თავგადასავლებთან დააკავშირა. აი, როგორ იყო ყველაფერი:

სოციალური მედიის საშუალებით, წიგნების მაღაზიამ გამოაცხადა, რომ ტურისტულ სააგენტოდ გარდაიქმნა. შეიქმნა ონლაინ პლატფორმაც https://www.gobookatrip.com/, სადაც მომხმარებლებს ტურების შეძენა შეეძლოთ, სასურველი მიმართულებით და მეტსაც გეტყვით, ეს სულაც არ იყო დაკავშირებული ციფრული მოწყობილობების საშუალებით, ვირტუალურ მოგზაურობასთან. თანაც, რა იაფად? მოგზაურობის მსურველს, მაგალითად, ბარსელონაში მოხვედრა, სულ რაღაც, $14 დოლარი დაუჯდებოდა.

მომხმარებლებს შოკი ჰქონდათ – თავიანთი საყვარელი წიგნების მაღაზია ტურისტულ კომპანიად რომ გადაკეთდა, თანაც პანდემიის ციებ-ცხელების დროს! ვებგვერდზე შესვლიდან მალევე მიხვდნენ, რომ ეს ხრიკი მოხერხებული კრეატორების ჩანაფიქრი იყო, რომლებმაც მათი ყურადღება კვლავაც წიგნებისკენ მიაპყრო.

https://www.facebook.com/thewilddetectives/photos/a.550122345095506/2831334686974249/?type=3

ვებგვერდზე შესულს, თუკი, მაგალითად, ფლორენციაში მოგზაურობა გსურთ, უბრალოდ, დანიშნულებაში ქალაქის სახელწოდებას წერთ. ძიების შედეგში კი, იმ წიგნს ნახულობთ, რომელის სიუჟეტიც ამ ქალაქში ვითარდება.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მომხმარებლები გამოერკვნენ, რას წარმოადგენდა კამპანია Book A Trip, გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. სულ რამდენიმე დღეში, The Wild Detectives-მა განაცხადა, რომ გაყიდვები 200%-მდე გაიზარდა, ხოლო ვებგვერდს 30,000 უნიკალური ვიზიტორი ეწვია. საინტერესოა ისიც, რომ მნახველთა ნაკადი მთლიანად ორგანული წვდომით მიიღეს და რეკლამაში თანხა არ გადაუხდიათ.

 

წყარო: Adweek

როგორი იქნება პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა?

კანისა და სანდენსის ფესტივალები ფილმებს YouTube-ზე შემოგვთავაზებენ