10
აგვ
2017

კლუბი Boom Boom Beach დამწყებ არტისტებს ეძებს!

10 აგვ 2017

ბათუმში მდებარე კლუბი Boom Boom Beach ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, დამწყებ Dj-ებსა და ელექტრონული მუსიკის პროდიუსინგით გატაცებულ არტისტებს, საშუალება ექნებათ კლუბში დღის მანძილზე დაუკრან.
“სეზონის დაწყებისთანავე უამრავი ახალგაზრდა გამოგვეხმაურა. დღეს მუსიკის შექმნით და დიჯეინგით არაერთი ადამიანია დაინტერესებული, მათგან ბევრი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია მიმოფანტული და არ იციან, როგორ დაიმკვიდრონ თავი ამ სფეროში. გადავწყვიტეთ, მათ შევთავაზოთ ჩვენი სთეიჯი დღის საათებში” – ამბობენ კლუბის ხელმძღვანელები.
პროექტში მონაწილეობისთვის, არტისტს შეუძლია სეტი კლუბის ოფიციალურ facebook გვერდს გაუგზავნოს, კლუბის წარმომადგენლები მოისმენენ ნამუშევარს და ავტორს გამოეხმაურებიან.

BOG PLUS


“მთავარი კრიტერიუმი დიჯეინგის საბაზისო ცოდნა და ფორმატია. თუ გამოგზავნილი სეტი ჯდება დღის ფორმატის კონცეფციაში, ჩვენ მივცემთ არტისტებს საშუალებას დადგნენ სცენაზე და მიიღონ გამოცდილება, რომელიც ასე საჭიროა.” – აცხადებენ Boom Boom Beach-ში.

Boom Boom Beach-მა უკვე აღმოაჩინა რამდენიმე არტისტი, რომლებიც დღეს ვენიუს რეზიდენტები არიან. კლუბის მიზანია ახალბედა არტისტების ხმა მიაწვდინოს სხვადასხვა პრომოუტერსა და კლუბის მფლობელს, ასევე, მათი მიზანია დამწყები არტისტების რეზიდენტებად ქცევა, მომავალი საზღვაო სეზონისთვის.
კლუბის ოფიციალური გვერდი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

განხილვა