Strava-მ, რომელსაც ახლა 73 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, განაცხადა, რომ 2020 წელს ყოველთვიურად მილიონი ადამიანი რეგისტრირდებოდა პორტალზე. ხოლო ვინც უკვე სარგებლობდა ამ აპლიკაციით, მათი აქტიურობა 13%-ით გაიზარდა.
აპლიკაცია ვარჯიშის ჩასაწერად გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) ტექნოლოგიას იყენებს, რაც მომხმარებლებს პროგრესის შეფასები საშუალებას აძლევს.
„Covid-19-მა უამრავ ადამიანს მისცა ვარჯიშის დაწყების შესაძლებლობა. ასევე, სოციალური შეზღუდვების გამო, შესაძლოა ბევრმა მიმართოს ონლაინ სავარჯიშო აპლიკაციებს, რათა მუდმივ კავშირში იყვნენ იმათთან, ვინც ვარჯიშობს“ – ამბობს ბრიტანული ფსიქოლოგიური საზოგადოების დოქტორი, შარლოტა ჰილტონი.
Strava-ს მონაცემების თანახმად, მომხმარებლებს შორის ყველაზე აქტუალური სირბილი და ველოსიპედით სიარული იყო.