in

როგორ მივიღოთ უკეთესი შედეგი, კონტენტ მარკეტინგის გამოყენებით?

2020 წელს, მარკეტინგი კიდევ უფრო კონკურენტული გახდა, კონტენტის თვალსაზრისით. ონლაინ სივრცეს კიდევ უფრო მეტი ვებგვერდი და შესაბამისად, კონტენტიც, რაც მკითხველის თვალს იტაცებს. და გამოწვევა არამხოლოდ რაოდენობაში, არამედ ხარისხშიცაა. შესაბამისად, ყველამ, პატარა სტარტაპებით დაწყებული, დიდი კომპანიებით დამთავრებული, სწორება რაც შეიძლება კონკურენტულ კონტენტზე გააკეთა. თუმცა, გამოცდილი მარკეტერებისთვის კვლავაც არსებობს არაერთი შესაძლებლობა. იმის მიუხედავად, ხართ თუ არა ანტრეპრენერი, ფრილანსერი, სააგენტო ან ბლოგერ, თუკი სტრატეგიულად მომართავთ საკუთარ ძალისხმევას, განსხვავებულ და მიმზიდველ კონტენტს შექმნით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამ ეფექტიანობის მისაღწევად, რამდენიმე რჩევა გამოგადგებათ:

შექმენით ციფრული ბროშურა ონლაინ პრეზენტაციებისთვის

დისტანციური მუშაობის ეპოქაში განსაკუთრებულად რთულია პრეზენტაციით გააკვირვო დამკვეთი. FlippingBook-ის მსგავსი ინსტრუმენტებით, შეძლებთ შექმნათ ბროშურა, რომელიც ტრადიციული მარკეტინგის ეფექტს ტოვებს და ონლაინ გავრცელების საშუალებას იძლევა. ეს ბროშურები არაა ყველა დამკვეთისთვის, თუმცა, ეს გამოცადეს მმართველ პოზიციებზე მომუშავე ადამიანებთან და როგორც ჩანს, გაამართლა. რაც შეეხება თავად FlippingBook-ს, ის მარტივია გამოსაყენებლად. თუმცა, თუკი ალტერნატივების მოძიებით დაინტერესდით, ეს აპლიკაციები გაითვალისწინეთ: Issuu, Yumpu.

საკვანძო სიტყვების საძიებო ინსტრუმენტები, რაც ინტერნეტ მომხმარებლისთვის საინტერესო საკითხების გაანალიზებაში დაგეხმარებათ. SEO-ორიენტირებული სტატიების შესაქმნელად, ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამგვარად, იმ ქივორდების გამოყენება, რაც თქვენს ბიზნესს უკავშირდება, კონკურენტული კონტენტის შექმნას შეუწყობს ხელს. Ahrefs დაგეხმარებათ, ნახოთ, რომელი ქივორდებია აქტუალური, რა რეიტინგი აქვთ და რას იყენებენ თქვენი კონკურენტები. ამ მხრივ, მშვენიერი ამომავალი წერტილია, თვალი ადევნოთ, რა გამოსდით კარგად თქვენი სფეროს კომპანიებს. ასევე, Ahrefs-ის ალტერნატივების მოსაძებნად, გამოიყენეთ SEMRush.

გამოიყენეთ YouTube Tools კარგი ვიდეოების ინსპირაციად. YouTube სიდიდით მეორე საძიებო პლატფორმაა მსოფლიოში და ამავდროულად, შესანიშნავი შესაძლებლობაა ბრენდებისთვის, რადგან ამ არხზე ბრენდების კონკურენცია უფრო ნაკლებია. თუმცა, რაკი ვიდეოკონტენტი ფინანსურ და დროით რესურსს მოითხოვს, VidIQ გამოგადგებათ. აქ ნახავთ იდეებს თქვენი ვიდეო არხისთვის და თანაც, არხის ოპტიმიზაციაშიც დაგეხმარებათ.

მეტი შედეგისთვის, ვირუსული ინსტრუმენტები გამოიყენეთ

ყველა მარკეტინგულ აქტივობას სჭირდება სტრატეგია, მაგრამ არაა აუცილებელი ყველა წინასწარგანჭვრეტადი იყოს. თუმცა, ზოგიერთ ინსტრუმენტს, მაგალითად, როგორიც Ahrefs-ია, შეუძლია უზრუნველყოს პროგნოზირებადი მოცულობის ტრაფიკი, მით უფრო, იმ ფონზე, რომ ვირუსულ კონტენტს არაპროგნოზირებადი შედეგების მოცემა შეუძლია. თუმცა, ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ კონტენტი ვირუსული გახდება. ამის მიუხედავად, Buzzsumo-ს სიტუაციის მკვეთრად შემოტრიალება შეუძლია. ის წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ კონტენტის შესახებ, რომელიც უკვე გავირუსდა. ამდენად, შეგიძლიათ ეძებოთ ვირუსული კონტენტის ქივორდები, სათაურები, კონკურენტები და სხვა ფაქტორები. როდესაც ნახავთ, რა ტიპის კონტენტი გახდა ვირუსული, უკეთ გაიაზრებთ, რა შექმნათ თავად. ამავდროულად, Buzzsumo-ს შეუძლია დაგანახოთ, რომელი ინფლუენსერი დაეხმარა კონტენტს გავრცელებაში და შემდეგ, ამ ინფლუენსერებთან იმუშაოთ.

ეს ინსტრუმენტები წარმატებას არ განსაზღვრავს, თუმცა, მნიშვნელოვანი ძვრა შეუძლიათ მისცენ პროცესს. ამდენად, არ დაინანოთ შესაბამისი ხელსაწყოების მოძიება, სამუშაო პროცესის წინ წასაწევად.

 

წყარო: inc



500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებმა, დაახლოებით, 10 მლნ ლარის ინვესტიცია მოიზიდეს!

მაია სუმბაძის დეტალებზე აგებული შემოქმედება