9
Jan
2020

მაღალი მოდა ოპტიკური სათვალის გავლით

9 Jan 2020



ოპტიკური სათვალეების მაღაზიათა ქსელი ლონდონში BOOTS OPTICIAN ამბობს, რომ ნებისმიერი სათვალე სწორედ აქ უნდა შეუკვეთო.

ძვირფასი სათვალეების ვიზუალურ წარმოჩენას კი, ბრენდი ახალ რეკლამაში მაღალი მოდის მიდგომით ეცადა.

ვინტაჟურ რეკლამაში ვხედავთ მოდელებს, რომლებიც მდიდრულად მოწყობილ სახლში პოზირებენ, ბუმბულებს სულ უბერავენ და ცხოველებს ეფერებიან. ეს ისეთი რამაა, ხშირად რომ გვინახავს „გუჩის“, „პრადასა“ თუ „ბარბერის“ შემთხვევაში.

მოულოდნელი კი, ამ შემთხვევაში, ერთი რამაა, როცა მოდელი აცხადებს: ეს არის Boots. მხოლოდ 40 ფუნტად“.

კამპანია ლონდონის Ogilvy-ს მიერ შეიქმნა, ვინ სქვიბის რეჟისორობით, რომლის სახელსაც ვიდეორგოლის დასაწყისში ვკითხულობთ, როგორც ვინჩენცო – იტალიური სტილის შესანარჩუნებლად და მაღალი მოდის ხაზგასასმელად.

„ეს ბუთსია, ძვირფასო“ იდეაა, რომელიც წარმოაჩენს, რამდენად კარგია, როცა ადამიანები გრძნობენ, რომ მათ შესანიშნავი ჩარჩო იპოვეს.

ბრენდი ამბობს, რომ Boots იდეალურია არა მხოლოდ იდეალური ოპტიკური სათვალის შეთავაზების, არამედ მოდურობის კუთხითაც.

განხილვა