საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის
2015 წლის 4 სექტემბრიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახალითურქული ავიაკომპანია „BORAJET Airlines“ იწყებს, რომელიც ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით სტამბული-ბათუმი-სტამბულისმიმართულებით შეასრულებს. ფრენები „Embraer E190“ ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ შესაბამისი ნებართვა ავიარეისების განხორციელებაზე უკვე გაცემულია.