14
Mar
2019

აჭარულ კერძ ბორანოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

14 Mar 2019

აჭარული კერძის – ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.​ ამის შესახებ ბრძანება კი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა. ინფორმაციას კი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის FB გვერდი ავრცელებს.

“ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება განვითარების საფუძველზეა მიგნებული და ჩამოყალიბებული. მისი ისტორია საუკუნეების სიღრმეში იკარგება და კულინარიაში რძის პროდუქტების გამოყენებას უკავშირდება. მერძევეობისა და შესაბამისი სამზარეულო სიახლეების მიგნება განვითარება მესაქონლეობის წიაღში პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს ამკვიდრებდა, რაც ტრადიციულ სამზარეულოში კერძის სახეობათა ნაირგვარობას უწყობდა ხელს. შესაბამისად, აჭარაში სახეზე გვაქვს ბორანოს ძირითადი და მისი რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი.

ბორანო, როგორც ტრადიციული აჭარული კერძი, ქართული სამზარეულოს მუდმივი თანამდევი იქნება. იგი, როგორც აჭარასთან ასოცირებული კერძი, თანდათანობით მკვიდრ ადგილს იჭერს საქალაქო ცხოვრებაში, კერძოდ, ბათუმისა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების სარესტორნო მომსახურების სფეროში. ბორანო საქართველოს სხვა ქალაქების, მაგალითად, თბილისის, ტრადიციული კერძების მენიუშიც იმკვიდრებს თავს. ამ კუთხით მისი განვრცობა უფროა მოსალოდნელი და საფრთხის კონტექსტში არ უნდა იყოს აღქმული.” 

განხილვა