in

როგორ განვითარდა ბორბლები ძველი წელთაღრიცხვიდან დღემდე

ძალზე შორეულ წარსულში რომ გადავიდეთ, ხის მორსაც კი შეგვიძლია ბორბალი ვუწოდოთ, როცა ვიღაცამ მაშინ გადაწყვიტა, რომ მძიმე საგნის გადაადგილება უფრო ადვილი იყო, თუ მათ მორებზე დადებდნენ. პირველი ბორბალი, რომელიც ტრანსპორტირებისთვის იყო შექმნილი, სავარაუდოდ, იყო მესოპოტამიური ეტლის ბორბალი დაახლოებით ძვ. წ. 3200 წელს. ბორბლის შექმნის ისტორია ასევე უკავშირდება ძველ ეგვიპტელებს, ძველ ბერძნებს, კელტებს და სხვებს. მათ სხვადასხვა შესახედაობა ჰქონდათ და მასალაც სხვადასხვა იყო გამოყენებული, თუმცა დანიშნულება ზუსტად ჰგავდა თანამედროვე ბორბალს.

რეზინის ბორბლები

რეზინის პნევმატური საბურავები გამოჩნდა დაახლოებით 1845 წელს. ის გამოიგონა ტომპსონმა. მოგვიანებით ჯონ დანლოპმა გააუმჯობესა საბურავები სხვადასხვა სახის რეზინის გამოყენებით, რომელიც ველოსიპედებს უფრო რბილად სიარულში ეხმარებოდა. 

პირველი საავტომობილო ბორბალი

ავტოისტორიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ თანამედროვე ავტობორბლები პირველად გამოჩნდა 1885 წელს, როდესაც კარლ ბენცმა შექმნა ბორბლები Benz Patent-Motorwagen-ისთვის. ამ სამბორბლიან მანქანაში გამოიყენებოდა მავთულის ბორბლები და მყარი რეზინის საბურავები, რომლებიც ძალიან ჰგავდა ველოსიპედის ბორბლებს. საბურავები გაუმჯობესდა მომდევნო წლებში, როდესაც ძმებმა მიშელინებმა დაიწყეს მანქანებისთვის რეზინის გამოყენება, შემდეგ კი B.F. Goodrich-მა რეზინას დაამატა ნახშირბადი, მანქანის საბურავების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.

როდესაც ლეგენდარული Ford Model-T გამოვიდა, პირველად ხის საარტილერიო ბორბლები გამოიყენა, თუმცა 1926 და 1927 წლების მოდელებისთვის ისინი ფოლადით შეცვალა. ამ საბურავებს ჰქონდა მილები, ისინი ადვილად იჭრებოდა და ხანდახან რგოლებსაც შორდებოდა.

ამის შემდგომ ავტომწარმოებლებმა ალუმინის საბურავების დამზადება ცადეს. Bugatti Type 35 იყო პირველი ავტომობილი, რომელმაც 1924 წელს გამოიყენა ალუმინის ბორბლები. ისინი მსუბუქი იყო და უფრო სწრაფად ტრიალებდა. ასევე, ალუმინის სითბოს გაფანტვის უნარი ხელს უწყობდა მანქანის დამუხრუჭებას. 1955 წლიდან Cadillac-მა დაიწყო ჰიბრიდული, ფოლად-ალუმინის დისკების გამოშვება. მას ნელ-ნელა შეუერთდნენ სხვა ცნობილი ავტომწარმოებლებიც.

დიზაინის დახვეწა

1960 წელს ალუმინის ჩამოსხმის ექსპერიმენტებმა დაამზადეს უფრო გამძლე დიზაინი. ბორბლების განვითარებას ძალიან დაეხმარა მეტალურგიის ინდუსტრია. ფოლადისა და ბილეტ ალუმინის შენადნობმა ბორბლებს მიანიჭა სიმსუბუქე, მოქნილი დიზაინი და უსაფრთხოება.

ბორბლების ზომებიც ნელ-ნელა იმ სტანდარტზე მივიდა, რომელიც ყველაზე პრაქტიკული გამოდგა. ეს იყო 15-დან 20 დიამეტრამდე. 

თანამედროვე ბორბლები და მათი მომავალი

ზოგადად, ბორბლის დიზაინს საბოლოო ფორმა მიეცა და ცოტა გაუგებარია, როგორ შეიძლება ის კიდევ უფრო მეტად შეიცვალოს. ამის მიუხედავად, ბევრი კომპანია აქტიურად ეძებს ახალ იდეებსა და გადაწყვეტილებებს ეგზოტიკური საბურავების გამოსაშვებად. 

მაგალითად, 2006 წელს მიშელინმა ყველა გააოცა Tweel ტიპის ბორბლით, რომელიც არ იყო პნევმატური. ის სრულად შედგება რეზინის საყრდენებისგან, რომლითაც მარტივად შთანთქავს ყველა დარტყმას გზაზე. 

ბევრ უპირატესობასთან ერთად ამ საბურავებს მინუსიც აქვს. Tweel-ის საბურავებით აღჭურვილი მანქანა, როდესაც 80 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს კრეფს, ძლიერ ვიბრაციას იწყებს. შედეგად, გლობალური კომპანიები კვლავ აქტიურად ეძებენ იდეებსა და გადაწყვეტილებებს მომავლის იდეალური ბორბლის მისაღებად.

მანქანები განსხვავებული და ლამაზი საბურავებით

სტატიის ბოლოს მცირე სიაც შევადგინეთ, სადაც განსხვავებული და ლამაზი დიზაინის მქონე რამდენიმე ავტომობილის საბურავებს გიჩვენებთ. 

Alfa Romeo Brera

McLaren P1

Ferrari F50

Porsche 911 GT3 4.0 (997)

Pontiac Trans Am

 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

აი, როგორია OPTIO-ს ახალი ვიზუალური იდენტობა

უკრაინის მხარდასაჭერად, „ტენემ“ ელექტრო ველოსიპედი შექმნა