in

ცა შენს ფერხთით! – ორიგინალური ბანერი ბორდოში

ბორდოში ავიაკომპანია EasyJet-ის ორიგინალური ბანერი გამოჩნდა, წარწერით “Bordelais, Le Ciel Est A Vos Pieds” (ქართ. “ბორდოელებო, ცა თქვენს ფერხთითაა”). ბანერი ყურადღების ცენტრში მისი ამოტრიალებული ფორმის გამო მოექცა. აღსანიშნავია, რომ ბორდო უამრავი ღირსშესანიშნაობის გარდა, მდინარე გარონას უზარმაზარი, 3000 კვ.მ-იანი, სარკისებური ანარეკლითაც არის ცნობილი. EasyJet-მა, რომელიც ბორდოდან 30 მიმართულებით დაფრინავს, გადაწყვიტა ბორდოს ლანდშაფტი რეკლამისთვის გამოეყენებინა და ბორდოს ბირჟის შენობაზე განათავსა რეკლამა. ამოტრიალებულ ბანერზე, წყლის ანარეკლის საშუალებით, მკაფიოდ იკითხება გზავნილი “ბორდოელებო, ცა თქვენს ფერხთითაა. 30-ზე მეტი მიმართულება ბორდოდან”. კამპანიაზე EasyJet-მა საკომუნიკაციო სააგენტო Buzzman-თან ერთად იმუშავა.

BOG
BOG

 

რატომ უნდა აიყვანოთ სამსახურში ინტროვერტები?! – რჩევები კომპანიის ხელმძღვანელებს

ტანსაცმლით გამოხატული პიროვნული თავისუფლება – შოურუმი და სამკერვალო სტუდია „ინსპირაცია“