ხშირად გვინახავს, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდები სოლიდურ თანხებს იხდიან ბაზარზე გამორჩეული ლოგოებისთვის. იმ B2B კომპანიების ბრენდინგი, რომლებიც ყიდიან ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ღრუბლოვანი გამოთვლები ან კიბერუსაფრთხოება, როგორც წესი, მოკრძალებული და გულახდილად რომ ვთქვათ, მოსაწყენიც. თუმცა, მონაცემთა ცენტრის კომპანია Centersquare-ის ახალმა ვიზუალურმა იდენტობამ ეს წარმოდგენა თავდაყირა დააყენა და დაამტკიცა, რომ ასეთი „მოსაწყენი“ კომპანიებიც კი იმსახურებენ კარგ ვიზუალურ რებრენდინგს.
მაგალითად, მონაცემთა ცენტრის ამერიკული კომპანია Centersquare ამ წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა, კომპანია Cyxtera-სა და Evoque-ის შერწყმის შედეგად. ორი კომპანიის თავდაპირველი ლოგოები არაფრით იყო გამორჩეული (Evoque-ის ლოგო სახელში “O” და “Q” ასოებს უსასრულობის სიმბოლოდ აქცევდა), თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო კომპანიისგან, რომელიც სერვერების სტელაჟებში სივრცეს ყიდის. ახალმა კომპანიამ უფრო მიმზიდველი ვიზუალური იდენტობისთვის სააგენტო JKR დაიქირავა.
მონაცემთა ცენტრების ლოგოები, როგორც წესი, ორიენტირებულია უსაფრთხოების გამომხატველ დიზაინზე, ისეთი ელემენტებით როგორიცაა საკეტები, ფარები ან ციხე-სიმაგრის მსგავსი ლოგოები. JKR-მა შექმნა სიტყვა-ნიშანი, რომელიც ახალი კომპანიის სახელს ეხმიანება – სიტყვა “Center” განთავსებულია “Square”-ის თავზე, რომლებიც (საბედნიეროდ) ორივე ექვსი ასოსგან შედგება. ორივე სიტყვის შუა ასოები შემოკლებულია, რაც შუაში დარჩენილი სივრციდან ქმნის კვადრატს, რომელიც ჩარჩოს როლს ასრულებს მუდმივად ცვალებადი, ფერადი მონაცემთა ვიზუალიზაციებისთვის, რომლებიც ღია წყაროს მონაცემებს ეფუძნება. „მზად ვართ თქვენი ბიზნესი ცენტრში მოვაქციოთ“, – ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე.
ლოგოტიპი საიმონ უოკერმა შექმნა. ის ტიპოგრაფიას ხელით ხატავს. მისი ნამუშევრები გამოყენებულია ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ოსტინის სიდრის ბრენდის ბოთლები და Barnes & Noble-ის ექსკლუზიური გამოცემა. Centersquare-ის თქმით, ის დინამიკურ სტრუქტურაში სტაბილურობის გამოხატვას ისახავდა მიზნად. კვადრატი მეორდება Centersquare-ის მთელ ვიზუალურ იდენტობაში, კვადრატულ ბადეებზე დაფუძნებული მორგებული ხატულებითა და იზომეტრიული ილუსტრაციებით, რომლებიც კუბებს ფერად 3D სტილის ფორმებად აქცევს. ეს ფორმები გაცილებით თვალწარმტაცია, ვიდრე ტერმინები, რომელთა საილუსტრაციოდაც გამოიყენება კომპანიის ვებგვერდზე, მაგალითად, „კოლოკაცია“ და „ურთიერთდაკავშირება“.
ბრენდის ფერთა თბილი პალიტრა შეიქმნა ტიპური ტექნოლოგიური ბრენდებისგან განსხვავებული სახის მისაღებად. ის ბრენდის ხმას მარტივად აღწერს – „გამოცდილი პროფესიონალი“. Centersquare-ის ახალი ვიზუალური იდენტობა აჩვენებს, რომ თვით ყველაზე არაგლამურულ ინდუსტრიებშიც კი, კომპანიებს შეუძლიათ სარგებელი მიიღონ ბრენდინგისგან, რომელიც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდების საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. როგორც ჰოლი ამბობს, „ყოველი B-ს უკან B2B-ში ადამიანები დგანან, ასე რომ ჩვენი აზრით, ის არაფრით განსხვავდება B2C-სგან ან სამომხმარებლო ბრენდინგისგან“.
წყარო: fastcompany