3
Dec
2019

სანამ გვიანი არ არის! – როგორ შევცვალოთ ჩვენი მოსაწყენი ცხოვრება

3 Dec 2019

როგორც წესი, უმეტესობას მაინც გვინდა, რომ საინტერესოდ ვიცხოვროთ, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება, მაინც უჟმურ და მოსაწყენ რუტინას მივყვებით ხოლმე. ხშირად ვწუწუნებთ, ყველაფერს ბედისწერას ვაბრალებთ და ვფიქრობთ, რომ არაჩვეულებრივი ცხოვრება არა ჩვენი, არამედ საზოგადოების მხოლოდ გარკვეული ნაწილის ხვედრია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მაგრამ ეს ჭეშმარიტება სულაც არაა.

ჩვენ ყველას გვაქვს ექსტრაორდინარულობა კოდში ჩადებული. და ის სულ გველოდება, რომ გავათავისუფლოთ… ამბობს ჯინ ჰიუსტონი.

უჩვეულო და საინტერესო ცხოვრება არ მოითხოვს განსაკუთრებულ ნიჭს, ფულს ან იღბალს… თუმცა, რასაც საჭიროებს, ესაა ჩვენი გამორკვევა, გამოღვიძება, რომ საკუთარი ცხოვრება პოზიტიურად შევცვალოთ.

და მაინც, როგორ დავიწყოთ ცვლილებები?

ახალი მიზანი
ბლოგი, ვლოგი, წერა, ხატვა, ანიმაცია… არჩევანი დამატებითი, სასიამოვნო სამუშაოსთვის უსასრულოდ გრძელდება. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, იმაზე უნდა შევჩერდეთ, ყველაზე მეტად რაც გვანიჭებს სიამოვნებას.

იპოვეთ თავისუფალი დრო, რეგულარული სამუშაოს შემდეგ და მისი ინვესტირება ამ დამატებითი საქმის შესრულებაში მოახდინეთ. ყოველდღიურ რუტინაში უშფოთველად ჩაბმული, ცხოვრებას ერთ, ძალიან სასიამოვნო მიზანს შემატებთ და ვინ იცის, იქნებ, სწორედ ამ საქმემ ჩაანაცვლოს მიმდინარე, რეგულარული სამსახური…

ახალი სამსახური
იმის გამო, რომ დროის ძალიან დიდ ნაწილს სამსახურში ვატარებთ და ის მოსაწყენად გვეჩვენება, თავსაც ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ადამიანებად მივიჩნევთ. შეწყვიტეთ უაზროდ ჯდომა თავისუფალ დროს და ახალ სამსახურზე ნადირობას შეუდექით! სხვა შემთხვევაში, ძალიან გვიანი იქნება, როცა მიხვდებით, რომ ბევრი დრო დაგიხარჯავთ და ძალიან ბევრი ენერგია მოახმარეთ სრულიად ჩვეულებრივ სამსახურს.

მოიკრიბეთ ძალა, დაწერეთ სამსახურიდან წასვლის განცხადება და დაიწყეთ ახალი თავგადასავალი. მომართეთ გონება ახალი კარიერის შესაქმნელად.

სწავლა, შეცნობა, აღმოჩენა
ადამიანები კომფორტის ზონაში ყოფნისას სწავლას წყვეტენ. სწორედ ამიტომ, ახალი უნარებისა თუ შესაძლებლობებისთვის გემოს გასინჯვა ყოველთვის უჩვეულოა.

ეძებეთ საკუთარი თავი და თვალსაწიერი გაიფართოვეთ განსხვავებული თემების, ადგილების, ადამიანების, ჩვევების აღმოჩენით…

ნუ შემოსაზღვრავთ საკუთარ თავს. შანსი მიეცით, მომავალს განსხვავებულად შეხედოთ და გზა მისცეთ თქვენს პოტენციალს.

ცადეთ და მეტი თავისუფლება და მნიშვნელობა შესძინეთ საკუთარ ცხოვრებას… და რადგან ის ხანმოკლეა, ამ საქმეს, რაც შეიძლება, მალე შეუდექით! მაგალითად, დღესვე…

წყარო: Medium



განხილვა