Boris Brejcha გერმანელი არტისტია, რომელიც 2006 წლიდან ელექტრონული მუსიკის სფეროში მოღვაწეობს. მან ამავე წელს გამოუშვა პირველი რელიზი და ბრაზილიაში Universo Paralello Festival-ზე წარსდგა დიდი მსმენელის წინაშე. მას მერე ბრაზილიური კარნავალით შთაგონებულმა, საფირმო ნიშნად ჯოკერის ნიღაბი აირჩია, რომელსაც არტისტი მუდმივად იყენებს ლაივ აქტების დროს.
მისი მკაფიოდ გამოხატული ხელწერაა “High-Tech Minimal” – მუსიკის სტილი , რომლითაც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა მასშტაბურ საკლუბო თუ საფესტივალო ღონისძიებებზე შეკრებილ მსმენელს ამახსოვრებს თავს.
2015 წელს დააარსა საკუთარი მუსიკალური ლეიბლი – “Fckng Serious”. ამ მომენტისთვის მის სახელზეა 10 სტუდიური ალბომი და 20-ზე მეტი სინგლი, ამასთან ერთად გახლავთ უამრავი რემიქსის ავტორი.
27 მაისს Boris Brejcha თბილისს მეოთხედ ეწვევა და Warehouse 2/მე-2 პავილიონში წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ : BORIS BREJCHA / ANN CLUE X MONUMENT | TKT.GE
ბილეთების გაყიდვებიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი, გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში.











