Boris Brejcha გერმანული ტექნო სცენის ლეგენდაა, რომელიც 2006 წლიდან ელექტრონული მუსიკის სფეროში მოღვაწეობს. მან ამავე წელს გამოუშვა პირველი რელიზი და ბრაზილიაში Universo Paralello Festival-ზე წარდგა დიდი მსმენელის წინაშე. მას მერე ბრაზილიური კარნავალით შთაგონებულმა, საფირმო ნიშნად ჯოკერის ნიღაბი აირჩია, რომელსაც არტისტი მუდმივად იყენებს ლაივ აქტების დროს.
მისი მკაფიოდ გამოხატული ხელწერაა „High-Tech Minimal“ მუსიკის სტილი, რომლითაც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა მასშტაბურ საკლუბო თუ საფესტივალო ღონისძიებებზე შეკრებილ მსმენელს ამახსოვრებს თავს.
2015 წელს დააარსა საკუთარი მუსიკალური ლეიბლი — „Fckng Serious“. ამ მომენტისთვის მის სახელზეა 10 სტუდიური ალბომი და 30-ზე მეტი სინგლი. ამასთან ერთად, გახლავთ უამრავი რემიქსის ავტორი.
3 ნოემბერს Boris Brejcha თბილისს მეხუთედ ეწვევა და Warehouse 2/მე2 პავილიონში წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.
ამავე საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, მოუსმინოთ Boris Brejcha-ს ლეიბლის „Fckng Serious“-ის წევრებს: Concious და Moritz Hofbauer. მათთან ერთად, სცენას დაიკავებენ ქართველი არტისტები: Breathdub და UCHA.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე: Boris Brejcha • Moritz Hofbauer • Concious X Monument | TKT.GE
[R]











