in

ბორჯღალოსნები 6 წლის შემდეგ ტონგას წინააღმდეგ ნოემბრის ბოლო ტესტმატჩზე შეხვდებიან

ბორჯღალოსნები 2024 წლის ბოლო შეხვედრას საკუთარი გულშემატკივრის წინაშე 24 ნოემბერს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე ტონგასთან გამართავენ. მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბორჯღალოსნებს.

ბორჯღალოსნები ტონგას ბოლოს 6 წლის წინ 2018 წელს ეთამაშნენ, მაშინაც, 24 ნოემბერს წლის დასკვნით შეხვედრაში და „მიხეილ მესხზე” 20:9 დაამარცხეს. ეს იყო ამ გუნდების მე-7 დაპირისპირება, საიდანაც საქართველომ 5-ში გამარჯვება მოიპოვა.

კუნძულელებთან ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 1999 წლიდან იღებს.

მთავარი დაპირისპირება 2015 წლის მსოფლიო თასზე შედგა. საქართველომ ტონგა ინგლისში, გლოსთერში 17:10 დაამარცხა და იმ მსოფლიო თასზე ისტორიული შედეგი (ორი გამარჯვება) აჩვენა. 2016 და 2018 წლებში ბორჯღალოსნები ტონგას ორჯერ ეთამაშნენ ფიჯიზე, სუვაში და ორივეჯერ მოიგეს – 23:20 და 16:15. 2018 წელს ტონგა საპასუხოდ თბილისს ეწვია და მასთან, ჯერჯერობით, სარეკორდო სხვაობით 20:9 გაიმარჯვეს ეროვნული ნაკრების მორაგბეებმა.

ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში გუნდებმა უკვე ორ-ორი თამაში გამართეს და, ჯერჯერობით, გამარჯვების გარეშე არიან. ტონგას ჯერ რუმინეთმა სძლია 25:15, მერე კი აშშ-მა 36:17.

ტრადიციულად, თამაშის დაწყებამდე ,„მიხეილ მესხის“ სტადიონის გარე ტერიტორიაზე მოეწყობა „ფან ზონა“, სადაც მოსულ გულშემატკივარს შეუძლია, შეიქმნას განწყობა. ასევე, დაგხვდებათ კვების ობიექტების, გემოვნებიანი მუსიკა, რაგბის „ფან შოპი“ და გასართობები აქტივობები.

თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას.

მატჩზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ tkt.ge-ზე.

#ერთადგავიმარჯვებთ

[პარტნიორის კონტენტი]

#AItool – როგორ შეგიძლიათ Fliki-ის ხელოვნური ინტელექტით ვიდეოების შექმნა

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა