in ,

ბორჯომის შესანიშნავი ვებ პროექტი! იმოგზაურე დროში, 125 წელი ერთ საიტზე!

1890-1900

BOG
BOG

www.125.borjomi.com

ჩვენს დროში, როცა ინფორმაციული ტექნოლოგიები მწვერვალებს იპყრობს, ვებ-გვერდი სიახლე არავისთვისაა, თუმცა ის რასაც დღეს წარმოგიდგენთ ნამდვილად სასიამოვნოდ გაგაოცებთ.  მინერალური წყლისთვის  „ბორჯომი“, რომელიც წელს 125 წლის იუბილეს ზეიმობს, უნიკალური ციფრული პროექტი განახორციელეს. ვებ-გვერდი სახელწოდებით „ბორჯომი 125“ ვიზიტორებს დროში თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას სთავაზობს.   „ბორჯომის“ ბოთლის ევოლუციასთან ერთად, ნახავთ როგორ ვითარდებოდა ცხოვრება თბილისში. ერთი ჩვეულებრივი თბილისური ბინის ინტერიერი თქვენ თვალწინ ცამეტჯერ შეიცვლება. უცვლელად ამ ინტერიერში მხოლოდ „ბორჯომის“ ბოთლი დგას მაგიდაზე, რადგან 125 წლის მანძილზე „ბორჯომი“ იყო და რჩება ყველასთვის ცნობილ და საყვარელ პროდუქტად. ვიზუალზე მოთავსებული „ძიების“ პატარა ღილაკებით  თბილისურ სიახლეებს გაეცნობით. ერთი „კლიკით“ თქვენ ნახავთ რა ხდებოდა, რითი ცხოვრობდნენ, რითი ერთობოდნენ და რა აინტერესებდათ მაშინ თბილისში.

გვანცა ჩლაიძე „ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერი

gvanca chlaidze„ბორჯომს“ წელს საიუბილეო წელი აქვს. გვინდოდა ისეთი პროექტი შეგვექმნა, რომელიც სასიამოვნოდ გააოცებდა ჩვენს მომხმარებელს.   პროექტზე მუშაობის დროს, ჩვენი მიზანი იყო ფართო საზოგადოებისთვის „ბორჯომის“ ისტორიული გზა გვეჩვენებინა. მოგვეყოლა საკმაოდ გრძელი ისტორია მარტივად და სწრაფად, თანაც საინტერესოდ.   სწორედ ამიტომ, სააგენტო „ბეთერფლაის“ დახმარებით შევქმენით უნიკალური ვებ-გვერდი, სადაც  ჩვენი ცხოვრების ბოლო 125 წელი 13 დეკადად არის წარმოდგენილი, სადაც ბორჯომი ყველა დროში შეუცვლელი რჩება. ეს არის საერთაშრისო პროექტი, რომელიც შექმნილია მათთვის ვინც იცნობს ბორჯომს, ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც. ამიტომ ვეცადეთ მაქსიმალურად ყველასთვის ნაცნობი მელოდიები, ხმები ვიზუალები შეგვერჩია, რომ ბორჯომთან ერთად დროში მოგზაურობა ყველასთვის გაგვემარტივებინა.

BetterFly

“დაუვიწყარი მოგზაურობის” ორგანიზება, მარტივი არ აღმოჩნდა – „ვებ-გვერდის სრულყოფისათვის მასშტაბური კვლევა ჩავატარეთ, ვიპოვეთ მწერალი, დიმიტრი ხუფენია, რომელიც დაგვეხმარა, რომ თავი მოგვეყარა უზარმაზარი მასალისთვის, დეკადების შესაფერისი ენით დაგვიწერა მოკლე საგაზეთო სტატიებიც (ეს სტატიები საიტზეა განთავსებული). უნიკალური ისტორიული მასალები მოგვაწოდა კომპანია „ბორჯომმაც“. რაც შეეხება აუდიო მასალას, მუსიკოსმა, თორნიკე ქარჩხაძემ არქივების და თანამედროვე ტექნიკის მეშვეობით, ფაქტობრივად ხელახლა შექმნა თითოეული დეკადისთვის დამახასიათებელი ხმები.“

ნახეთ და შეაფასეთ:  www.125.borjomi.com

“World of Tanks”-ის უკბილო ხუმრობა

თბილისში უცნაური ფობიით შებყრობილი ხულიგანი გამოჩნდა!