სწორედ 130 წლის წინ, ბორჯომის პარკში მდებარე ისტორიულ შენობაში, “ბორჯომი” საწარმოო წესით პირველად ჩამოისხა. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ბრენდის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ეს მრავალწლიანი ისტორია, 3D პროექციის საშუალებით, სწორედ ბორჯომში, პირველი ქარხნის შენობაზე, ღია ცის ქვეშ გაეცოცხლებინათ. პანდემიის გამო ხალხმრავალ ღონისძიებაზე უარი თქვეს და პროექციის LIVE ჩვენება „ბორჯომის“ გვერდზე, 5 დეკემბერს, 20:00 საათზე შემოგვთავაზეს.
ბორჯომი 130 წლის იუბილეს აღნიშნავს!











