„ჩვენ ერთად ვქმნით საქართველოს ისტორიას”, ამ გზავნილით “IDS Borjomi საქართველო“ დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს და მის აღსანიშნავად გადაღებულ ვიდეორგოლს გვთავაზობს.
„26 მაისი – ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ეს არის დღე, რომლითაც ყველანი, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლები განსაკუთრებით ვამაყობთ. „ბორჯომი“, როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნული საგანძური, იყო და არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი. სწორედ ამიტომ, გვინდა ეს დღე მივულოცოთ ყველას, ვისთვისაც ასეთი ძვირფასია.
26 მაისის ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად ვართ ჩართულები და წელს იქედან გამომდინარე, რომ სახალხო ზეიმი ვერ გვექნება, გვინდოდა ამ ვიდეოთი, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდ გამოწვევას დაემთხვა, საზოგადოებისთვის გაგვეცნო ჩვეულებრივი მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, გვეჩვენებინა, რომ არ ვჩერდებით და პასუხისმგებლობით ვიღებთ ყოველდღიურ გამოწვევებს. „ბორჯომი“, რომელიც წელს თავად ზეიმობს 130 წლის იუბილეს, ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენს ყველაზე დიდ მონაპოვარს.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გაწეული სამუშაოსთვის პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“, ასევე სარეკლამო სააგენტო „ედვენს“, კომპოზიტორ ბაქი ლორთქიფანიძეს და თითოეულ მონაწილეს“ – ამბობს ირინა კეიდია, „ბორჯომის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი.
Credit:
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“
სარეკლამო სააგენტო: „ედვენი“
კომპოზიტორი: ბაქი ლორთქიფანიძე
[პარტნიორის კონტენტი]