in

როგორ ავალაპარაკოთ „ბორჯომის“ ირემი AR ტექნოლოგიით?

დამატებითი რეალობის, იგივე Augmented Reality (AR) ტექნოლოგიის გამოყენებით „ბორჯომის“ ბოთლის შეფუთვაზე გამოსახული ირემი ლაპარაკს იწყებს. ამ ტექნოლოგიას „ბორჯომი“ იყენებს თავის ახალ სადღესასწაულო აპლიკაციაში, სახელწოდებით –  AR Borjomi. ეს აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ჩაწეროთ უნიკალური ვიდეო – მილოცები მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის. აპლიკაცია კამპანიის “#იბორჯომე დღესასწაულზე” გაგრძელებაა.

BOG
BOG

აპლიკაცია მინერალური წყლის ბრენდმა „ბორჯომმა“ არასტანდარტული მილოცვებისთვის შექმნა. აპლიკაცია იძლევა საშუალებას ჩავწეროთ ინტერაქტიული მისალოცი სადღესასწაულო ფილტრის გამოყენებით, შემდეგ კი გავაზიაროთ ვიდეოსელფი სოციალურ ქსელში ან მესენჯერში გავუგზავნოთ მეგობარს.

აპლიკაციით სარგებლობისთვის, საჭიროა იქონიოთ „ბორჯომის“ ლიმიტირებული საახალწლო ბოთლი ან ქილა. შემდეგ, მიმართოთ ტელეფონის კამერა ბოთლის შეფუთვაზე გამოსახული ირმისკენ და მიჰყვეთ მის ინსტრუქციას.

 

„ბორჯომის“ მოლაპარაკე ირემი უკვე ხელმისაწვდომია როგორც IOS  ისე, Android-ის მომხმარებლებისთვის. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია საახალწლო ლიმიტირებული პროდუქციის ქილაზე ან ბოთლზე განთავსებული QR კოდის საშუალებით.

“ბრენდის არსებობის ისტორიაში პირველად “გავაცოცხლეთ” ბრენდის ეტიკეტი იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევძლოთ გავუგზავნოთ ჩვენს ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს არა უბრალო მისალოცი, არამედ „ცოცხალი“ ვიდეოსურვილები, სადაც გვექნება საშუალება გავუზიაროთ ემოცია, გადავცეთ ინტონაცია და გავაგონოთ ჩვენი ხმის ტემბრიც კი” – აცხადებენ კომპანიაში.

ქართული ფილმების რეტროსპექტივა ბრიუსელში

9 იანვარი სევერუს სნეიპის დაბადების დღეა