დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ოცნება, რომ ოდესმე, ბაკურიანი ზამთრის დიდ სოპრტულ დღესასწაულს უმასპინძლებდა. დღეს, კი ყოველივე ეს რეალობაა და ქართული „სპორტის აკვანი“ ჩემპიონატისთვის ემზადება, სადაც მსოფლიო პირველობისთვის 42 ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი იასპარეზებს. „ბორჯომი“, როგორც ჩემპიონატის ოფიციალური მხარდამჭერი მსოფლიო სპორტული მოვლენის მნიშვნელობას ამ ვიდეორგოლით გვიზიარებს. ვიდეორგოლის მთავარი გმირები საქართველოს სათხილამურო სპორტის მკვლევარი ჯუმბერ ხანთაძე და საქართველოს სათხილამურო ნაკრების წევრი გალო ჯაფარიძე არიან.
საქართველოს პირველ სათხილამურო კურორტზე, პირველი შეჯიბრი საქართველოს ჩემპიონობაზე 1935 წელს ჩატარდა. ბაკურიანი კი საქართველოს სათხილამურო მოძრაობის მთავარ ადგილად იქცა. თითქმის 100 წლის შემდეგ, ბაკურიანი წლის მთავარი სპორტული მოვლენის მასპინძელია. 16 თებერვლიდან 5 მარტამდე მსოფლიო სპორტული სამყაროს ყურადღება სწორედ ბაკურიანისკენ იქნება მოპყრობილი. ნახეთ, „ბორჯომის“ ვიდეორგოლში, როგორია საჩემპიონატო სულისკვეთება.